https://sputnik-georgia.com/20251008/prokuraturam-1-piri-daakava-295294147.html
ტელეფონში ათეულობით პირის ინტიმურ ვიდეომასალას ინახავდა: დაკავებულია ერთი პირი
ტელეფონში ათეულობით პირის ინტიმურ ვიდეომასალას ინახავდა: დაკავებულია ერთი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული სასჯელის სახედ შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T14:00+0400
2025-10-08T14:00+0400
2025-10-08T14:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული, სასამართლო განჩინების საფუძველზე, 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა პირს სწერდა, მათ მიერ გამოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას კი ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა. ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს ურთიერთობის გაგრძელების მიზნით უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. უწყების ცნობით, გამოიკითხნენ დაზარალებულები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია, ჩატარდა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული ათეულობით პირის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა. ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულ პირთა იდენტიფიცირება და მათი გამოკითხვა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
ტელეფონში ათეულობით პირის ინტიმურ ვიდეომასალას ინახავდა: დაკავებულია ერთი პირი
დანაშაული სასჯელის სახედ შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული, სასამართლო განჩინების საფუძველზე, 7 ოქტომბერს დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა პირს სწერდა, მათ მიერ გამოგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას კი ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა. ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვან დაზარალებულს ურთიერთობის გაგრძელების მიზნით უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა.
უწყების ცნობით, გამოიკითხნენ დაზარალებულები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია, ჩატარდა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული ათეულობით პირის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზარალებულ პირთა იდენტიფიცირება და მათი გამოკითხვა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარედგინება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.