https://sputnik-georgia.com/20251008/premieri-tavidan-avicilet-revoluciis-mexute-mcdeloba-295302995.html
პრემიერი: თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა
პრემიერი: თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა
Sputnik საქართველო
4 ოქტომბრის საღამოს, მუნიციპალური არჩევნების დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა და „ხელისუფლების... 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T21:26+0400
2025-10-08T21:26+0400
2025-10-08T21:26+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_0:37:2048:1189_1920x0_80_0_0_939112f0a14fd8924a3e4226304d8632.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. 4 ოქტომბერს დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის აქციაზე 5-7 ათასი რადიკალი იყო მისული და მათ კონკრეტული გეგმები ჰქონდათ. სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ხუთივე მათგანს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ედებათ ბრალად. 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ პირებს პატიმრობა შეუფარდა. პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/05/294060018_117:0:1938:1366_1920x0_80_0_0_4b24a06ed6bb67f351715d4202131d8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პრემიერი: თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა
4 ოქტომბრის საღამოს, მუნიციპალური არჩევნების დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა სცადეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა და „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ გამოაცხადეს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. 4 ოქტომბერს დაგეგმილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება ძალადობრივი რევოლუციის გზით, თუმცა ეს სცენარი ჩავარდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა.
„ერთი შეხედვით მარტივად ჩაიარა ყველაფერმა და ასეც მოხდა 4 ოქტომბრისთვის. ისე იყო ჩვენი მხრიდან ვითარება შემზადებული, ისეთი პრევენციული ზომები იყო მიღებული, რომ გაუმარტივდა საბოლოო ჯამში საპოლიციო ძარებს რეაგირება იმ უმძიმეს ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე და პოლიციელების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის აქციაზე 5-7 ათასი რადიკალი იყო მისული და მათ კონკრეტული გეგმები ჰქონდათ.
„მათ ჰქონდათ კონკრეტული გეგმები, მათ შორის დაგეგმილი იყო სხვა ლოკაციებზე გადანაცვლება, მას შემდეგ რაც აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს და ა.შ. ასეთი იყო მათი გეგმა, თუმცა ჩვენ ჯერ პრევენციულმა ზომებმა მოგვცა საშუალება რომ თავიდან აგვეცილებინა მათი სცენარის რეალიზება და შემდეგ უშუალოდ საპოლიციო ძალებმა იმოქმედეს უაღრესად ეფექტიანად და საბოლოო ჯამში თავიდან ავიცილეთ რევოლუციის მეხუთე მცდელობა ამ 4 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ხუთივე მათგანს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ედებათ ბრალად. 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ პირებს პატიმრობა შეუფარდა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 20-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.