https://sputnik-georgia.com/20251008/praqtikosi-masavleblebis-registraciis-vada-iwureba-295292421.html
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება
Sputnik საქართველო
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T12:24+0400
2025-10-08T12:24+0400
2025-10-08T12:24+0400
საქართველო
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 
საზოგადოება
განათლება საქართველოში  
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909792_638:322:3663:2023_1920x0_80_0_0_fc441b59ef3718541e0d19d6e4936e4f.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე იმ მოქმედი პედაგოგებისათვის, რომლებსაც სურთ გამოცდა ნოემბრის თვეში ჩააბარონ, გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა დღეს, 8 ოქტომბერს 18: 00 საათზე იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე. პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის საგნის გამოცდაზე, ხოლო პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა. პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს შეუძლიათ ჩააბარონ  მხოლოდ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე  პირებს -  ერთ-ერთი საგნის გამოცდა. საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/11/250909792_1020:295:3358:2048_1920x0_80_0_0_ca8fa294ac2c7ea04162c0119d7e0c85.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, განათლება საქართველოში  , ახალი ამბები
საქართველო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, განათლება საქართველოში  , ახალი ამბები
პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე. 
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. პრაქტიკოსის სტატუსის მქონე იმ მოქმედი პედაგოგებისათვის, რომლებსაც სურთ გამოცდა ნოემბრის თვეში ჩააბარონ, გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა დღეს, 8 ოქტომბერს 18: 00 საათზე იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე. 
პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის საგნის გამოცდაზე, ხოლო პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებისათვის უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრაცია უფასოა. 
პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს შეუძლიათ ჩააბარონ  მხოლოდ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე  პირებს -  ერთ-ერთი საგნის გამოცდა. 
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.