https://sputnik-georgia.com/20251008/papuashvili-saxelmwipos-xeli-miwvdeba-yvela-mogalates-295291959.html
პაპუაშვილი: სახელმწიფოს ხელი მისწვდება ყველა მოღალატეს
პაპუაშვილი: სახელმწიფოს ხელი მისწვდება ყველა მოღალატეს
Sputnik საქართველო
აღნიშნულ საქმეზე ჯამში უკვე დაკავებულია 23 პირი, 3 პირი კი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T10:53+0400
2025-10-08T10:53+0400
2025-10-08T10:53+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_e4b6e766ac29614886790c2ab3eac6e6.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფოს ხელი მისწვდება ყველა მოღალატეს, ვინც 4 ოქტომბერს გადატრიალებას ახდენდა, ერთმანეთში მოღალატეებსაც გაარჩევს, დასვამს ერთად ციხეში და ერთ საკანში არჩიონ, ვინ ვის უღალატა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 4 ოქტომბერს შედგა სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი რამდენიმე ათასი ადამიანისგან.სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ხუთივე მათგანს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ედებათ ბრალად. 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ პირებს პატიმრობა შეუფარდა.შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.აღნიშნულ საქმეზე ჯამში უკვე დაკავებულია 23 პირი, 3 პირი კი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში. შსს აგრძელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1a/293523648_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_b9554aa757b4fcf76fd5dd23cc843d05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი: სახელმწიფოს ხელი მისწვდება ყველა მოღალატეს
აღნიშნულ საქმეზე ჯამში უკვე დაკავებულია 23 პირი, 3 პირი კი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფოს ხელი მისწვდება ყველა მოღალატეს, ვინც 4 ოქტომბერს გადატრიალებას ახდენდა, ერთმანეთში მოღალატეებსაც გაარჩევს, დასვამს ერთად ციხეში და ერთ საკანში არჩიონ, ვინ ვის უღალატა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა.
„მივწვდებით ჩვენი ქვეყნის მოღალატეებს, რომლებმაც 4 ოქტომბერს გარედან ხელშეწყობით, დაკვეთით, თავზე ხელის გადასმით და წახალისებით გადაწყვიტეს აქ სისხლისღვრის, თოფის სროლის და მსხვერპლის დატრიალება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 4 ოქტომბერს შედგა სახელმწიფოს ღალატის კოლექტიური აქტი რამდენიმე ათასი ადამიანისგან.
„ამ რამდენიმე ათას ადამიანს საზოგადოება ხედავს პერიოდულად, ქვეყნის წინააღმდეგ მტრობაში... ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც პარლამენტის წინ იდგა და საქართველოს ისტორიაში პირველად გასროლილ „მოლოტოვის კოქტეილს“ ტაშს უკრავდა. ეს იგივე რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც 2024 წლის არჩევნებში დამარცხდა და ნაცვლად იმისა, ეს მარცხი მიეღო, ქვეყნის გადატრიალება მოინდომა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ხუთივე მათგანს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ედებათ ბრალად. 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ პირებს პატიმრობა შეუფარდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
აღნიშნულ საქმეზე ჯამში უკვე დაკავებულია 23 პირი, 3 პირი კი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში. შსს აგრძელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.