https://sputnik-georgia.com/20251008/kaladze-madlobas-vuxdi-tbiliss-mxardacheristvis-295295688.html
კალაძე: მადლობას ვუხდი თბილისს მხარდაჭერისთვის
კალაძე: მადლობას ვუხდი თბილისს მხარდაჭერისთვის
Sputnik საქართველო
თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ კენჭისყრის პირველივე ტურში გაიმარჯვა. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T14:45+0400
2025-10-08T14:45+0400
2025-10-08T14:45+0400
საქართველო
თბილისის მერია
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_82751b2639d706aacad79200f4d88fc2.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. მადლობას ვუხდი განსაკუთრებით თბილისს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, არ დავიღლები თქვენს სამსახურში, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე დიდი უპირატესობით მესამე ვადით აირჩია. კალაძემ 215.083 ხმა მიიღო და არჩევნებში 71,612%-ით გაიმარჯვა. როგორც კალაძემ აღნიშნა, იგი არ აპირებს, შევიდეს პოლიტიკურ სპეკულაციებში მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. კალაძის ძირითადმა კონკურენტმა „ლელო-ძლიერი საქართველოდან" ირაკლი კუპრაძემ ხმების 12,27% მიიღო (36,8 ათასი ხმა) და მეორე ადგილზე გავიდა. პარტია „გირჩის" მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიას კი ამომრჩეველთა 7,6%-მა (22 ,9 ათასი ხმა) დაუჭირა მხარი. თავის წინასაარჩევნო პროგრამაში კალაძემ თბილისელებს პირობა მისცა რომ გააგრძელებს ტრანსპორტის პოლიტიკის რეფორმას, ქალაქის გამწვანებას, ტრამვაისა და ახალი საბაგირო გზების მშენებლობას და ამასთან, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე რეგიონში უდიდეს გასართობ პარკს - „თბილისის დისნეილენდს“ - ააშენებს. 47 წლის ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს - იგი პოლიტიკაში თითქმის 15 წელია აქტიურად არის ჩართული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1e/291947772_401:0:2832:1823_1920x0_80_0_0_5f390c2b7aefaf08802400c7b4eabeac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ახალი ამბები
კალაძე: მადლობას ვუხდი თბილისს მხარდაჭერისთვის
თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ კენჭისყრის პირველივე ტურში გაიმარჯვა.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. მადლობას ვუხდი განსაკუთრებით თბილისს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, არ დავიღლები თქვენს სამსახურში, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" კანდიდატი და თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძე დიდი უპირატესობით მესამე ვადით აირჩია. კალაძემ 215.083 ხმა მიიღო და არჩევნებში 71,612%-ით გაიმარჯვა.
„ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, იგი არ აპირებს, შევიდეს პოლიტიკურ სპეკულაციებში მიღებულ ხმებთან დაკავშირებით.
„მე აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა და მათ მიერ მართულმა ტელევიზიებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. მათ ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა როგორც დედაქალის მოსახლეობამ, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით“, - განაცხადა მერმა.
კალაძის ძირითადმა კონკურენტმა „ლელო-ძლიერი საქართველოდან" ირაკლი კუპრაძემ ხმების 12,27% მიიღო (36,8 ათასი ხმა) და მეორე ადგილზე გავიდა. პარტია „გირჩის" მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიას კი ამომრჩეველთა 7,6%-მა (22 ,9 ათასი ხმა) დაუჭირა მხარი.
თავის წინასაარჩევნო პროგრამაში კალაძემ თბილისელებს პირობა მისცა რომ გააგრძელებს ტრანსპორტის პოლიტიკის რეფორმას, ქალაქის გამწვანებას, ტრამვაისა და ახალი საბაგირო გზების მშენებლობას და ამასთან, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე რეგიონში უდიდეს გასართობ პარკს - „თბილისის დისნეილენდს“ - ააშენებს.
47 წლის ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს - იგი პოლიტიკაში თითქმის 15 წელია აქტიურად არის ჩართული.