https://sputnik-georgia.com/20251008/javaxishvilis-saxelobis-saxl-muzumis-reabilitacia-iwyeba-295297931.html
სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Sputnik საქართველო
სააგენტოს ცნობით, XX საუკუნის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმს ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ ჩატარებია. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T18:27+0400
2025-10-08T18:27+0400
2025-10-08T18:27+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23127/99/231279916_0:92:3315:1957_1920x0_80_0_0_3bad00a87299610697a369c3560ef2cf.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი XIX საუკუნის ქართლის საერო არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებს ინახავს და წარმოადგენს თავადური საცხოვრებელი სახლის ნიმუშს. სააგენტოს ცნობით, XX საუკუნის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმს ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ ჩატარებია. რეაბილიტაციის ფარგლებში, გაიწმინდება და რესტავრირდება შენობის ფასადი, მოეწყობა ახალი სახურავი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიული კედელს, მოეწყობა მარანი, ვიზიტორთა მიღებისა და მომსახურების ცენტრი, სახლ-მუზეუმის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. უწყების ცნობით, სააგენტო განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-აღდგენაზე ზრუნვას და ყოველწლიურად ათობით ობიექტის რეაბილიტაცია-კონსერვაციას ახორციელებს. ივანე ჯავახიშვილის (1876-1940 წწ.) სახლ-მუზეუმი არსებობს 1968 წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ივანე ჯავახიშვილის სახელთან დაკავშირებული 379 ექსპონატი, მათ შორის მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23127/99/231279916_293:0:3024:2048_1920x0_80_0_0_b6a86a54b710ccb870db6bee30dded66.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სააგენტოს ცნობით, XX საუკუნის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმს ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას იწყებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი XIX საუკუნის ქართლის საერო არქიტექტურისთვის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებს ინახავს და წარმოადგენს თავადური საცხოვრებელი სახლის ნიმუშს.
„ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციით რეგიონს შეემატება ვიზიტორთათვის საინტერესო კიდევ ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, XX საუკუნის განმავლობაში არაერთი რეკონსტრუქციის მიუხედავად, სახლ-მუზეუმს ამ მასშტაბის რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
რეაბილიტაციის ფარგლებში, გაიწმინდება და რესტავრირდება შენობის ფასადი, მოეწყობა ახალი სახურავი, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება აღმოსავლეთის ავარიული კედელს, მოეწყობა მარანი, ვიზიტორთა მიღებისა და მომსახურების ცენტრი, სახლ-მუზეუმის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
უწყების ცნობით, სააგენტო განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-აღდგენაზე ზრუნვას და ყოველწლიურად ათობით ობიექტის რეაბილიტაცია-კონსერვაციას ახორციელებს.
ივანე ჯავახიშვილის (1876-1940 წწ.) სახლ-მუზეუმი არსებობს 1968 წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ივანე ჯავახიშვილის სახელთან დაკავშირებული 379 ექსპონატი, მათ შორის მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.