https://sputnik-georgia.com/20251008/davit-gogoberishvili-gardacvlili-ipoves-295292106.html
გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
Sputnik საქართველო
გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T10:48+0400
2025-10-08T10:48+0400
2025-10-08T10:55+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_15:113:1166:761_1920x0_80_0_0_9597a3669fed647d97c7e9c0526750d7.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. №8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხე) ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მედია. გავრცელებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილე გიგა ქემოკლიძემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნეს-პატრნიორის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ. ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომელშიც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მსჯავრდებულის თქმით, 8 ივლისს იგი №8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ყოფილი ბიზნეს-პარტნიორისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.მოგვიანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე, N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიგა ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/18/261448836_301:150:1116:761_1920x0_80_0_0_cf76c2566928e624eec969a388e7b959.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
10:48 08.10.2025 (განახლებულია: 10:55 08.10.2025) გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. №8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხე) ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილე გიგა ქემოკლიძემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნეს-პატრნიორის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.
ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, რომელშიც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მსჯავრდებულის თქმით, 8 ივლისს იგი №8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ყოფილი ბიზნეს-პარტნიორისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტოვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
მოგვიანებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე, N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გიგა ქემოკლიძემ თანამდებობები დატოვეს.