https://sputnik-georgia.com/20251008/botanikur-bagshi-eleqtromobilebit-sargeblobis-servisi-ganaxlda-295295328.html
ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა
ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა
Sputnik საქართველო
ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T12:47+0400
2025-10-08T12:47+0400
2025-10-08T12:47+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/48/247104853_0:62:3421:1986_1920x0_80_0_0_163bd9705d3efd485909d4cdfc1ab65e.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. მერიის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს. აღნიშნული ინიციატივის მიზანი ვიზიტორთათვის გადაადგილების კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ასევე ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვა. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთის საფასური 5 ლარია (2 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა). ბილეთის შეძენა შესაძლებელია ბაღის სალაროებში, ყოველდღე, უქმეების ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისში, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევი) ხეობაში მდებარეობს. ამჟამად ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციებია წარმოდგენილი. ბაღის კოლექცია მოცავს 3,5 ათასამდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/48/247104853_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_088f0204bf7f714ffd08d3110fa13d12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა
ინიციატივა ემსახურება ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებას, ბაღის სივრცის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელექტრომობილებით სარგებლობის სერვისი განახლდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერიის ინფორმაციით, ბოტანიკური ბაღის მთავარ მარშრუტზე დამონტაჟდა 10 ტურისტული საინფორმაციო რუკა და განთავსდა ელექტრომობილის 10 გაჩერება.
„ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის გათვლილი ელექტრომობილი უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას, რაც ბაღის უნიკალურ საკოლექციო ნაკვეთებსა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას ხელმისაწვდომს ხდის ყველა სეზონზე“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პრიორიტეტს მისი ტურისტული პოტენციალის განვითარება წარმოადგენს, შესაბამისად, ბაღი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას აღნიშნული მიმართულებით და სამომავლო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.
აღნიშნული ინიციატივის მიზანი ვიზიტორთათვის გადაადგილების კომფორტისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ასევე ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი გადაადგილების პრაქტიკის დანერგვა.
ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთის საფასური 5 ლარია (2 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა). ბილეთის შეძენა შესაძლებელია ბაღის სალაროებში, ყოველდღე, უქმეების ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ეროვნული ბოტანიკური ბაღი თბილისში, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევი) ხეობაში მდებარეობს. ამჟამად ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციებია წარმოდგენილი. ბაღის კოლექცია მოცავს 3,5 ათასამდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს.