https://sputnik-georgia.com/20251008/bankebis-kapitalis-kontrcikluri-buperis-shemadgeneli-ucvleli-darcha-295304643.html
ქართული ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელი დარჩა
ქართული ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელი დარჩა
Sputnik საქართველო
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 26 ნოემბერს გაიმართება. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T22:42+0400
2025-10-08T22:42+0400
2025-10-08T22:42+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელად, 1%-ის დონეზე დატოვა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება. ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი 2023 წლის მარტში განისაზღვრა და იმ დროიდან არ შეცვლილა.კომიტეტის შეფასებით, სესხების მშპ-სთან თანაფარდობის უარყოფითი სხვაობა 2025 წლის პირველ ნახევარში შემცირდება იმ პირობით, რომ საკრედიტო აქტივობის ამჟამინდელი დინამიკა შენარჩუნდება და ეკონომიკური ზრდა თანდათან ნორმალიზდება.კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ბანკებს აქვთ კაპიტალისა და ლიკვიდურობის ჯანსაღი მაჩვენებლები.2023 წლის 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა სამიდან ოთხ წლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ლარში სესხების გაცემის ლიმიტიც გაუქმდა.ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 26 ნოემბერს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართული ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელი დარჩა
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 26 ნოემბერს გაიმართება.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი უცვლელად, 1%-ის დონეზე დატოვა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში.
კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი არის დამატებითი მოთხოვნა ბანკების კაპიტალის მიმართ, რომელიც მინიმალური მოთხოვნებს ემატება. ბანკების კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური შემადგენელი 2023 წლის მარტში განისაზღვრა და იმ დროიდან არ შეცვლილა.
„2025 წლის პირველ ნახევარში ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ შეანელა სესხებსა და მშპ-ის შორის არსებული სხვაობის შემცირების ტემპი, თუმცა სესხებსა და მშპ-ის შორის თანაფარდობა თანდათან უახლოვდება თავის გრძელვადიან დონეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის ციკლური კომპონენტის შეცვლის საჭიროება არ არსებობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომიტეტის შეფასებით, სესხების მშპ-სთან თანაფარდობის უარყოფითი სხვაობა 2025 წლის პირველ ნახევარში შემცირდება იმ პირობით, რომ საკრედიტო აქტივობის ამჟამინდელი დინამიკა შენარჩუნდება და ეკონომიკური ზრდა თანდათან ნორმალიზდება.
კომიტეტი აღნიშნავს, რომ 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ბანკებს აქვთ კაპიტალისა და ლიკვიდურობის ჯანსაღი მაჩვენებლები.
2023 წლის 1-ელი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადა სამიდან ოთხ წლამდე გაიზარდა. გარდა ამისა, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ლარში სესხების გაცემის ლიმიტიც გაუქმდა.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 26 ნოემბერს გაიმართება.