https://sputnik-georgia.com/20251007/tbilisshi-legendebis-matchi-gaimarteba-295284863.html
„დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლეგენდების მატჩი გაიმართება
„დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლეგენდების მატჩი გაიმართება
Sputnik საქართველო
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. 07.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-07T18:00+0400
2025-10-07T18:00+0400
2025-10-07T18:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251297784_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ed3cc1f131db47fa5139f4d156579595.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. „დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილის აღსანიშნავად თბილისში, 19 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები (GEO 11) საფეხბურთო კლუბ „აიაქსის“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ასტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მატჩში, რომელიც „სპორტს ორიენტის“ ორგანიზებით ტარდება, მონაწილეობას „აიაქსის“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნიგერიელი ფეხბურთელი ნვანკვო კანუც მიიღებს, რომელმაც ნიდერლანდურ გრანდში 75 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. კანუ „აიაქსში“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ამას გარდა, ნიდერლანდების სამგზის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელია. ასევე ლეგენდების მატჩში ორივე გუნდის მხრიდან არაერთი ცნობილი მოთამაშე იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, რაფაელ ვან დერ ვაარტი, მაარტენ სტეკელენბურგი, რონალდ დე ბური, რაიან ბაბელი, გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი მერებაშვილი და სხვ. თამაშის დღეს სტადიონის მიმდებარედ და უშუალოდ მოედანზე არაერთი გასართობი აქტივობა იგეგმება. თბილისის დინამოს ინიციატივით, ლეგენდების მატჩის ბილეთების მფლობელებს, საფეხბურთო ზეიმში მონაწილეობასთან ერთად შანსი ეძლევათ მოიგონ უახლესი Mini Cooper-ი. Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს. სერიის მეორე მატჩი კი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებთან მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. თამაში „ბარსელონას“ გამარჯვებით, 1:3 დამთავრდა. Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს. პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1c/251297784_105:0:1242:853_1920x0_80_0_0_85bd74021ab9e98b9c7a60d3edf00927.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
„დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლეგენდების მატჩი გაიმართება
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. „დინამო თბილისის“ 100 წლის იუბილის აღსანიშნავად თბილისში, 19 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდები (GEO 11) საფეხბურთო კლუბ „აიაქსის“ ვეტერან ფეხბურთელებს უმასპინძლებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ასტერდამის „აიაქსის“ ლეგენდების ამხანაგური შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, მატჩში, რომელიც „სპორტს ორიენტის“ ორგანიზებით ტარდება, მონაწილეობას „აიაქსის“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ნიგერიელი ფეხბურთელი ნვანკვო კანუც მიიღებს, რომელმაც ნიდერლანდურ გრანდში 75 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა. კანუ „აიაქსში“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ამას გარდა, ნიდერლანდების სამგზის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელია.
ასევე ლეგენდების მატჩში ორივე გუნდის მხრიდან არაერთი ცნობილი მოთამაშე იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, რაფაელ ვან დერ ვაარტი, მაარტენ სტეკელენბურგი, რონალდ დე ბური, რაიან ბაბელი, გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი მერებაშვილი და სხვ.
თამაშის დღეს სტადიონის მიმდებარედ და უშუალოდ მოედანზე არაერთი გასართობი აქტივობა იგეგმება. თბილისის დინამოს ინიციატივით, ლეგენდების მატჩის ბილეთების მფლობელებს, საფეხბურთო ზეიმში მონაწილეობასთან ერთად შანსი ეძლევათ მოიგონ უახლესი Mini Cooper-ი.
Sports Orient-მა პროექტ „ლეგენდების სერიის“ (Legend Series) ტრადიციას საფუძველი გასულ წელს ჩაუყარა. პირველი მატჩი 2024 წლის 7 მარტს ბათუმში „აჭარაბეთ არენაზე” მილანის „ინტერის” ლეგენდებმა ჩაატარეს. ისინი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ Geo11-ის ნაკრებს შეხვდნენ და პორტუგალიელი ლუიშ ფიგუს დუბლით, ანგარიშით 2:0 გაიმარჯვეს. სერიის მეორე მატჩი კი საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ვეტერან ფეხბურთელებთან მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. თამაში „ბარსელონას“ გამარჯვებით, 1:3 დამთავრდა.
Legend Series დამოუკიდებელი პროექტია, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი საქართველოში მომავალი წლების განმავლობაში ლეგენდარული ფეხბურთელებისა და გამორჩეული საფეხბურთო გრანდების ჩამოყვანას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია, საგულშემატკივრო კულტურის დამკვიდრება და საქართველოს, კულტურული, სპორტული და ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენება.