საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 3% შეადგინა

© photo: Sputnik / Stringerმეიდანი
მეიდანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2025
გამოწერა
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 506,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 5,5%-ია.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2025 წლის მეორე კვარტალში 272,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს – დადებითი.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 3% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მეტად დეფიციტური კომპონენტია საქონლით ვაჭრობა, რომლის უარყოფითმა სალდომ მეორე კვარტალში 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 10,9%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, საქონლის ექსპორტი 21,1%-ით, იმპორტი კი 5,9%-ით გაიზარდა.
ტურისტული სერვისების ექსპორტმა 2025 წლის მეორე კვარტალში 1,1 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შემოსავლების ბალანსი უარყოფითია და 578,6 მლნ დოლარს შეადგენს. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 1,1%-ით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი შემცირდა 4,9%-ით.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2,3%-ით გაიზარდა და 2025 წლის მეორე კვარტალში 902,2 მლნ დოლარს მიაღწია. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 4%-ით, 857,1 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა მეორე კვარტალში 506,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ის 5,5%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0