https://sputnik-georgia.com/20251007/prokuraturam-brali-warudgina-295279395.html
საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო მცხეთაში, ტყის მასივში მოწყობილ სპეციალურ სამალავში. 07.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-07T14:43+0400
2025-10-07T14:43+0400
2025-10-07T14:43+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბრალდებულს საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება - ტროტილი და ასაფეთქებელი მოწყობილობები - 3 ელექტროდეტონატორი, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და უკანონოდ შეინახა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში. უწყების ცნობით, ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სუსის ინფორმაციით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბერს დივერსიული აქტების მოწყობას უნდა მოხმარდებოდა. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით შეიძინა. სუსში გრძელდება გამოძიება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით. შაბათს, 4 ოქტომბერს, საღამოს, მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს, რითაც „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური აღჭურვილობა და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო მცხეთაში, ტყის მასივში მოწყობილ სპეციალურ სამალავში.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულს საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუსი) ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ვაზნები, ყუმბარმტყორცნი, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები, ფეთქებადი ნივთიერება - ტროტილი და ასაფეთქებელი მოწყობილობები - 3 ელექტროდეტონატორი, ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და უკანონოდ შეინახა მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში.
უწყების ცნობით, ბრალდებულს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სუსის ინფორმაციით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები 4 ოქტომბერს დივერსიული აქტების მოწყობას უნდა მოხმარდებოდა. მათი მტკიცებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით შეიძინა.
სუსში გრძელდება გამოძიება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით.
შაბათს, 4 ოქტომბერს, საღამოს, მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს, რითაც „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური აღჭურვილობა და წყლის ჭავლი გამოიყენეს.