https://sputnik-georgia.com/20251006/uwyebatashorisi-komisiis-morigi-sxdoma-gaimarta-295271704.html
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის: უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის: უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
Sputnik საქართველო
უწყებათაშორისი კომისია ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს და შემდგომ შემაჯამებელ სხდომას გამართავს. 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T20:11+0400
2025-10-06T20:11+0400
2025-10-06T20:11+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
თვითმმართველობის არჩევნები
ცესკო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896240_0:30:1179:693_1920x0_80_0_0_6906106c586f3bce2de660f2d219da24.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა.იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებსა და არჩევნების მიმდინარეობისას განვითარებულ პროცესებზე.საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და შესაძლო დარღვევებზე დროული რეაგირება. კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.უწყებათაშორისი კომისია ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს და შემდგომ შემაჯამებელ სხდომას გამართავს.საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა. ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 3.061 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი.პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288896240_68:0:1116:786_1920x0_80_0_0_a460e86064337793e1e29179fbd16a7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, თვითმმართველობის არჩევნები, ცესკო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის: უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
უწყებათაშორისი კომისია ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს და შემდგომ შემაჯამებელ სხდომას გამართავს.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ხელმძღვანელობდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე კომისიის წევრებმა იმსჯელეს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგებსა და არჩევნების მიმდინარეობისას განვითარებულ პროცესებზე.
„ყურადღება გამახვილდა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, შეუფერხებლად წარიმართა. ცესკო-ს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 25 საჩივარია შესული, თუმცა აღნიშნული საჩივრები არ უკავშირდება ისეთი სახის დარღვევებს, რაც გავლენას მოახდენდა საარჩევნო პროცესის საბოლოო შედეგებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მიზანია საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და შესაძლო დარღვევებზე დროული რეაგირება.
კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან.
უწყებათაშორისი კომისია ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე იმუშავებს და შემდგომ შემაჯამებელ სხდომას გამართავს.
საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა.
ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 3.061 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი.
პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.