https://sputnik-georgia.com/20251006/sasamartlo-4-oqtombris-aqciis-organizatorebis-saqmis-ganxilvas-iwyebs-295271564.html
სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმის განხილვა 7 ოქტომბერს დაიწყებს
სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმის განხილვა 7 ოქტომბერს დაიწყებს
Sputnik საქართველო
პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება დღეს წარუდგინა. 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T18:52+0400
2025-10-06T18:52+0400
2025-10-06T18:52+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერების - პაატა ბურჭულაძის, ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძისა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი 7 ოქტომბერს გაიმართება - სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.პროკურატურის ცნობით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების საქმის განხილვა 7 ოქტომბერს დაიწყებს
პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერების - პაატა ბურჭულაძის, ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძისა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის სასამართლო პროცესი 7 ოქტომბერს გაიმართება - სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა დანიშნული.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.