https://sputnik-georgia.com/20251006/mamakas-uvado-patimroba-emuqreba-295271073.html
მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა: მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება
მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა: მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის... 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T19:37+0400
2025-10-06T19:37+0400
2025-10-06T19:37+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_3b34b46431074f219dc5b4ef57c22a36.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა.პროკურატურის ცნობით, დაზარალებული ბრალდებულის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯერ ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:193:881:854_1920x0_80_0_0_370620a31940c487b9d662795efab89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
მეუღლეს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა: მამაკაცს უვადო პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა.
პროკურატურის ცნობით, დაზარალებული ბრალდებულის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯერ ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ბრალდებულს ბრალდება სსკ-ის11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.