https://sputnik-georgia.com/20251006/kazaxetis-azerbaijanisa-da-saqaervelos-rkinigzis-kompaniebi-shetanxmdnen-295266551.html
რაზე შეთანხმდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიები
რაზე შეთანხმდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიები
Sputnik საქართველო
მხარეებმა სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც საბაჟო პროცედურების დროის შემცირებას თვალისწინებს. 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T14:29+0400
2025-10-06T14:29+0400
2025-10-06T14:29+0400
საქართველო
ყაზახეთი
აზერბაიჯანი
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622112_0:84:1400:872_1920x0_80_0_0_dad86ac95534ec6b1c8599bc14ce8358.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სატრანზიტო მატარებლების შეუფერხებლად ოპერირებისა და მსვლელობის დროის კიდევ უფრო შემცირების მიზნით ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის “ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დოკუმენტს ყაზახეთში გამართულ ბიზნეს-ფორუმი New Silk Way-ის ფარგლებში მოეწერა ხელი. ურთიერთშეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის სატვირთო გადაზიდვების გაზრდასდოკუმენტი მხარეების მიერ შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მომზადებული დასკვნების გათვალისწინებით შემუშავდა, რომელიც, თავის მხრივ, დერეფნის მთელ მარშრუტზე, კერძოდ, ალტინკოლიდან შავი ზღვის პორტებმადე პროცესების შესწავლის საფუძველზე მომზადდა. „შუა დერეფნის" როლი„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. 2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო
ყაზახეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/13/252622112_64:0:1337:955_1920x0_80_0_0_19dffcc6f3cc34895b4bbccd1518198f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები
რაზე შეთანხმდნენ ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიები
მხარეებმა სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს, რომელიც საბაჟო პროცედურების დროის შემცირებას თვალისწინებს.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სატრანზიტო მატარებლების შეუფერხებლად ოპერირებისა და მსვლელობის დროის კიდევ უფრო შემცირების მიზნით ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის “ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტს ყაზახეთში გამართულ ბიზნეს-ფორუმი New Silk Way-ის ფარგლებში მოეწერა ხელი. ურთიერთშეთანხმება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებასა და ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის სატვირთო გადაზიდვების გაზრდას
„შეთანხმება როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე საოპერაციო და ლოჯისტიკურ ნაწილში ,,შუა დერეფანში" არსებული შეზღუდვების აღმოფხვრას ითვალისწინებს. მათ შორის საბაჟო პროცედურების დროის შემცირებასაც“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
დოკუმენტი მხარეების მიერ შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მომზადებული დასკვნების გათვალისწინებით შემუშავდა, რომელიც, თავის მხრივ, დერეფნის მთელ მარშრუტზე, კერძოდ, ალტინკოლიდან შავი ზღვის პორტებმადე პროცესების შესწავლის საფუძველზე მომზადდა.
„გაიწერა ჩასატარებელი სამუშაოების კონკრეტული ვადები და პასუხისმგებელი სტრუქტურები. სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ,,შუა დერეფნის" განვითარების პროცესში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.