https://sputnik-georgia.com/20251005/tbilissi-moqalaqem-policieli-dawra-295263132.html
თბილისში მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა
თბილისში მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა
Sputnik საქართველო
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T22:14+0400
2025-10-05T22:14+0400
2025-10-05T22:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში პატრულ-ინსპექტორის დაჭრისთვის 34 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 32 წლის პოლიციის კაპიტანი ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლიციელებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
თბილისში მოქალაქემ პოლიციელი დაჭრა
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში პატრულ-ინსპექტორის დაჭრისთვის 34 წლის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას 32 წლის პოლიციის კაპიტანი ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პოლიციელებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.