https://sputnik-georgia.com/20251005/susma-iarari-amoiro-295261821.html
თბილისში დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო: სუსმა საბრძოლო არსენალი ამოიღო
თბილისში დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო: სუსმა საბრძოლო არსენალი ამოიღო
Sputnik საქართველო
ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T18:48+0400
2025-10-05T18:48+0400
2025-10-05T20:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
შემთხვევები საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სუსმა ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით, რომელიც 4 ოქტომბერს დივერსიული აქტების მოწყობას მოხმარდებოდა, განაცხადა ბრიფინგზე სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა.„აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში, 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“, - განაცხადა მაღრაძემ.მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში.გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ.ჭ.-ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო დეტონატორის მოქმედებაში მოყვანა. ის უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, განაცხადეს სუს-ში.აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცემა ბ.ჭ. და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა, განაცხადა მაღრაძემ.„დღეს გამთენიისას ჩატარდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელსაც ის საქართველოში ყოფნის დროს იყენებდა. ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ბ.ჭ., გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით“, - განაცხადა სუსის უფროსის მოადგილემ.გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე).ინტენსიურად ტარდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა/დაკავების მიზნით.შაბათს, 4 ოქტომბერს, საღამოს, მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს, რითაც „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური აღჭურვილობა და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, შემთხვევები საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში
თბილისში დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო: სუსმა საბრძოლო არსენალი ამოიღო
18:48 05.10.2025 (განახლებულია: 20:10 05.10.2025) ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სუსმა ამოიღო დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით, რომელიც 4 ოქტომბერს დივერსიული აქტების მოწყობას მოხმარდებოდა, განაცხადა ბრიფინგზე სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა.
როგორც სუს-ში აცხადებენ, საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.
„აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში, 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ“, - განაცხადა მაღრაძემ.
მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში.
გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ.ჭ.-ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო დეტონატორის მოქმედებაში მოყვანა. ის უკვე მოყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, განაცხადეს სუს-ში.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცემა ბ.ჭ. და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა, განაცხადა მაღრაძემ.
„დღეს გამთენიისას ჩატარდა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელსაც ის საქართველოში ყოფნის დროს იყენებდა. ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება – რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ბ.ჭ., გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით“, - განაცხადა სუსის უფროსის მოადგილემ.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე).
ინტენსიურად ტარდება ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა/დაკავების მიზნით.
შაბათს, 4 ოქტომბერს, საღამოს, მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს, რითაც „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური აღჭურვილობა და წყლის ჭავლი გამოიყენეს.