https://sputnik-georgia.com/20251005/rogoria-aqciaze-dashavebulta-mdgomareoba-295260846.html
როგორია საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
Sputnik საქართველო
გუშინ, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T16:27+0400
2025-10-05T16:27+0400
2025-10-05T17:02+0400
საქართველო
საზოგადოება
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_82:108:2610:1530_1920x0_80_0_0_358e8c3307da268116393b2ebfed39b2.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებული პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში რჩება ქალა ტვინის ტრავმით და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა. 4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მონაწილეებმა ათონელზე მდებარე საქართველო პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა. დალაქიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია. მისი განცხადებით, აქციიდან სულ ხუთი დაშავებული იყო კლინიკაში მოთავსებული. სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე. კიდევ ერთი პაციენტი კი განაგრძობს მკურნალობას მსუბუქი ტვინის შერყევით. თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზებულ პირებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ. 30-მდე პირს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება. 5 ოქტომბრის გამთენიისას პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/31/248183184_414:132:2278:1530_1920x0_80_0_0_f12a989f28985bd0625e95fa90a90c8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, საზოგადოება, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, თბილისი დღეს
როგორია საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
16:27 05.10.2025 (განახლებულია: 17:02 05.10.2025) გუშინ, ათონელზე, პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. პრეზიდენტის სასახლესთან მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებული პოლიციელი ინგოროყვას კლინიკაში რჩება ქალა ტვინის ტრავმით და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მონაწილეებმა ათონელზე მდებარე საქართველო პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დალაქიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტური და ადეკვატურია.
„ პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის ტრავმა. კერძოდ, სისხლჩაქცევა. მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტეხილობა. ამ დილით კვლავ ჩატარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, გრძელდება მკურნალობა და იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა მან.
მისი განცხადებით, აქციიდან სულ ხუთი დაშავებული იყო კლინიკაში მოთავსებული. სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე. კიდევ ერთი პაციენტი კი განაგრძობს მკურნალობას მსუბუქი ტვინის შერყევით.
თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი „სასწრაფო დახმარების" ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზებულ პირებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ. 30-მდე პირს კი ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება.
5 ოქტომბრის გამთენიისას პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.