როდის წარუდგენენ ბრალს პაატა ბურჭულაძეს და 4 ოქტომბრის მოვლენების დანარჩენ ორგანიზატორებს

© photo: Sputnik2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენები
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენები - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2025
გამოწერა
შაბათ საღამოს მომიტინგეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" ერთ-ერთ ლიდერს პაატა ბურჭულაძეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ბრალს 6 ოქტომბერს, 10:30 საათზე წარუდგენენ, იუწყება ქართული მედია.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათ საღამოს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების მიზნით, ათონელის მიმართულებით გადაინაცვლეს - აქტივისტებმა შენობის წინ არსებული ჯებირი გაანგრიეს და სასახლის ეზოში შეაღწიეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა.
თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების შედეგად შსს-მ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0