https://sputnik-georgia.com/20251005/prokuraturam-gamozieba-daiwyo-295248425.html
პროკურატურამ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა „პირველი არხისა“ და „იმედის“ ჟურნალისტებს წიწაკის სპრეი შეასხეს. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T00:19+0400
2025-10-05T00:19+0400
2025-10-05T00:25+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295239467_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_684a09f507054f7b87193b9ba7f49cb1.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დემონსტრანტებმა ორი ტელეკომპანიის - „პირველი არხისა" და „იმედის" ჟურნალისტებს, როდესაც ისინი აშუქებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე თავდასხმასა და აქციის დაშლას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. აქტივისტები ასევე თავს დაესხნენ ტელეოპერატორებს. შემთხვევა 4 ოქტომბერს თბილისში, ათონელის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.4 ოქტომბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში არიან საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295239467_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_e782ba74a952dfc3e1f7540da1659c72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
პროკურატურამ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
00:19 05.10.2025 (განახლებულია: 00:25 05.10.2025) მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა „პირველი არხისა“ და „იმედის“ ჟურნალისტებს წიწაკის სპრეი შეასხეს.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დემონსტრანტებმა ორი ტელეკომპანიის - „პირველი არხისა" და „იმედის" ჟურნალისტებს, როდესაც ისინი აშუქებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე თავდასხმასა და აქციის დაშლას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. აქტივისტები ასევე თავს დაესხნენ ტელეოპერატორებს. შემთხვევა 4 ოქტომბერს თბილისში, ათონელის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
4 ოქტომბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში არიან საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.