https://sputnik-georgia.com/20251005/paata-burchuladze-daakaves-295249757.html
პაატა ბურჭულაძე დააკავეს
პაატა ბურჭულაძე დააკავეს
Sputnik საქართველო
როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე განაცხადა „ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ პრეზიდენტის სასახლის... 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T02:32+0400
2025-10-05T02:32+0400
2025-10-05T02:32+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24242/80/242428090_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_79688684291f8d02e9be3728f10ec0ef.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელიც კლინიკა „ჰელსიკორშია" მოთავსებული, დააკავეს, იუწყება ქართული მედია.ბურჭულაძე კლინიკაში აქციიდან „სასწრაფო დახმარების" ბრიგადით გადაიყვანეს. ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა. მათ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24242/80/242428090_140:0:1859:1289_1920x0_80_0_0_bf4ab49ae2e640c496e64e0d931b8ef9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაატა ბურჭულაძე დააკავეს
როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე განაცხადა „ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რომელიც კლინიკა „ჰელსიკორშია" მოთავსებული, დააკავეს, იუწყება ქართული მედია.
ბურჭულაძე კლინიკაში აქციიდან „სასწრაფო დახმარების" ბრიგადით გადაიყვანეს.
ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა. მათ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.