https://sputnik-georgia.com/20251005/murtaz-zodelava-dairakli-nadiradze-daakaves-295249622.html
მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს
მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T01:58+0400
2025-10-05T01:58+0400
2025-10-05T01:58+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287426204_0:63:3072:1791_1920x0_80_0_0_4a6e9906a5aae7166c111ab8db5bf9db.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს.აღნიშნული პირები არიან 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა. მათ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287426204_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_39d07e578189360af3e70cf160112a78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს.
აღნიშნული პირები არიან 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედიან საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა. მათ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.