https://sputnik-georgia.com/20251005/meria-aqqciis-shedegad-kulturuli-memkvidreobis-zeglebi-dazianda-295257749.html
მერია: საპროტესტო აქციის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაზიანდა
მერია: საპროტესტო აქციის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაზიანდა
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T16:00+0400
2025-10-05T16:00+0400
2025-10-05T16:00+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/05/295255339_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_a437dd620f665dae08ad8f8142706e80.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანა და შენობაში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეებმა ადგილზე რკინის კონსტრუქციები, სკამები და სხვა ნივთები მიიტანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. მერიის ცნობით, ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული. ასევე დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ. მერიის ცნობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა – საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო განლაგებული, დიდწილად დაზიანებულია. მათი ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, შლაგბაუმი, რომელიც მიწისქვეშა პარკინგთან იყო დამონტაჟებული, მაჩვენებლის დაფა, დეკორატიული სცენა, რომელიც პარკინგის თავზე ორბელიანის ქუჩის მხარეს იყო მოწყობილი. რაც შეეხება „კონკას“, მას დაზიანებული აქვს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი. მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფმა“ გაწმენდითი მაშინვე დაიწყო, როგორც კი ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა. ამ დროისთვის გატანილია დამწვარი და დაზიანებული მასალა, ტერიტორია მოირეცხა და მოწესრიგდა. ადგილზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების თანამშრომლები მუშაობენ. გუშინ, საღამოს, პოლიციამ ათონელზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა. იმავე ღამეს პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/05/295255339_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_5c95ac22c0fc271b2bea4c7eef9d3cbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
მერია: საპროტესტო აქციის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაზიანდა
მერიის ცნობით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. გუშინდელი საპროტესტო აქციების შედეგად ზიანი მიადგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასადებს, ჟალუზებისა და დეკორატიული მხატვრული მინათებების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანა და შენობაში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეებმა ადგილზე რკინის კონსტრუქციები, სკამები და სხვა ნივთები მიიტანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.
მერიის ცნობით, ორბელიანისა და თაბუკაშვილის ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე დაზიანებულია საფეხმავლო ტროტუარები, ქვაფენილი, გარე განათების ბოძის სანათები, სადენები. ორბელიანის ქუჩაზე ჩაწყვეტილია და ჩატეხილია დეკორატიული განათებები, თაბუკაშვილის ქუჩაზე კი დამწვარია ნაგავშემკრები კონტეინერები. დაზიანებულია გარე ავეჯი, რომელიც კერძო კომპანიებს, კაფეების მფლობელებს ნაქირავებ ტერიტორიაზე ჰქონდათ განთავსებული.
ასევე დამტვრეულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოს ღობე, ხოლო მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბოძკინტები დაზიანებული, დაღუნულია ბოლარდები, რომლებიც საფეხმავლო ზონას ავტომანქანების ზონისგან იცავენ.
მერიის ცნობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურა – საქანელები, მცენარეები, ქოთნები, გამწვანებული თარგები და დეკორატიული ელემენტები, რომლებიც რეაბილიტირებულ ქუჩაზე და კაფეების მიმდებარედ იყო განლაგებული, დიდწილად დაზიანებულია. მათი ნაწილი აღდგენას ექვემდებარება, ნაწილი კი სრულად განადგურდა.
ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე დამტვრეულია საგზაო ნიშნები, შლაგბაუმი, რომელიც მიწისქვეშა პარკინგთან იყო დამონტაჟებული, მაჩვენებლის დაფა, დეკორატიული სცენა, რომელიც პარკინგის თავზე ორბელიანის ქუჩის მხარეს იყო მოწყობილი.
რაც შეეხება „კონკას“, მას დაზიანებული აქვს რამდენიმე დეკორატიული ელემენტი.
მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფმა“ გაწმენდითი მაშინვე დაიწყო, როგორც კი ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა. ამ დროისთვის გატანილია დამწვარი და დაზიანებული მასალა, ტერიტორია მოირეცხა და მოწესრიგდა. ადგილზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების თანამშრომლები მუშაობენ.
გუშინ, საღამოს, პოლიციამ ათონელზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა. იმავე ღამეს პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.