https://sputnik-georgia.com/20251005/kaladzis-gza-politikashi-295250795.html
თბილისის ახალი „ძველი" მერი: ფეხბურთელი კალაძის გზა დიდ პოლიტიკაში
თბილისის ახალი „ძველი" მერი: ფეხბურთელი კალაძის გზა დიდ პოლიტიკაში
Sputnik საქართველო
47 წლის ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს - იგი პოლიტიკაში თითქმის 15 წელია აქტიურად არის ჩართული. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T14:17+0400
2025-10-05T14:17+0400
2025-10-05T14:17+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
კახა კალაძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295228719_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_3ee73d542439c199a47f241fe1ec3bff.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კახა კალაძე, ზედიზედ მესამედ აირჩიეს თბილისის მერად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქის მოქმედმა მერმა ამომრჩეველთა ხმების 70%-ზე მეტი მიიღო. თავის წინასაარჩევნო პროგრამაში კალაძემ თბილისელებს პირობა მისცა რომ გააგრძელებს ტრანსპორტის პოლიტიკის რეფორმას, ქალაქის გამწვანებას, ტრამვაისა და ახალი საბაგირო გზების მშენებლობას და ამასთან, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე რეგიონში უდიდეს გასართობ პარკს - „თბილისის დისნეილენდს“ - ააშენებს.47 წლის ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს - იგი პოლიტიკაში თითქმის 15 წელია აქტიურად არის ჩართული.ვინ არის კახა კალაძეწარსულში წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობდა, პოლიტიკით 2011 წელს დაინტერესდა - ის ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. 2012 წელს კალაძემ თავის მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში არჩევნები მოიგო და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.2017 წელს კალაძემ გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები მერის პოსტზე ეცადა. მაშინ მმართველი პარტიის კანდიდატმა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 51,13% მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.2021 წლის არჩევნები კი კალაძისთვის შედარებით რთული აღმოჩნდა - მან გამარჯვებას მხოლოდ მეორე ტურის შედეგად მიაღწია.რაც შეეხება 2025 წლის არჩევნებს - მან გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა. ცესკოს მონაცემებით, კახა კალაძემ 214.575 ხმა მიიღო და არჩევნებში 71,588%-ით გაიმარჯვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295228719_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_41cc7360405f10a64efe1b5071fbd7be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, კახა კალაძე , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, კახა კალაძე , ახალი ამბები
თბილისის ახალი „ძველი" მერი: ფეხბურთელი კალაძის გზა დიდ პოლიტიკაში
47 წლის ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს - იგი პოლიტიკაში თითქმის 15 წელია აქტიურად არის ჩართული.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კახა კალაძე, ზედიზედ მესამედ აირჩიეს თბილისის მერად. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქის მოქმედმა მერმა ამომრჩეველთა ხმების 70%-ზე მეტი მიიღო.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ჩემს თანამებრძოლებს, ჩვენს მხარდამჭერებს. სწორედ თქვენი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის წყალობით შევძელით ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევა“, - განაცხადა კალაძემ.
თავის წინასაარჩევნო პროგრამაში კალაძემ თბილისელებს პირობა მისცა რომ გააგრძელებს ტრანსპორტის პოლიტიკის რეფორმას, ქალაქის გამწვანებას, ტრამვაისა და ახალი საბაგირო გზების მშენებლობას და ამასთან, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე რეგიონში უდიდეს გასართობ პარკს - „თბილისის დისნეილენდს“ - ააშენებს.
47 წლის ყოფილ ფეხბურთელს საკმაოდ დიდი პოლიტიკური გამოცდილება აქვს - იგი პოლიტიკაში თითქმის 15 წელია აქტიურად არის ჩართული.
წარსულში წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელიც კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ შემადგენლობაში თამაშობდა, პოლიტიკით 2011 წელს დაინტერესდა - ის ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. 2012 წელს კალაძემ თავის მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში არჩევნები მოიგო და საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. იმავე წელს დაიკავა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის პოსტი.
2017 წელს კალაძემ გადაწყვიტა, საკუთარი შესაძლებლობები მერის პოსტზე ეცადა. მაშინ მმართველი პარტიის კანდიდატმა ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 51,13% მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
2021 წლის არჩევნები კი კალაძისთვის შედარებით რთული აღმოჩნდა - მან გამარჯვებას მხოლოდ მეორე ტურის შედეგად მიაღწია.
რაც შეეხება 2025 წლის არჩევნებს - მან გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა. ცესკოს მონაცემებით, კახა კალაძემ 214.575 ხმა მიიღო და არჩევნებში 71,588%-ით გაიმარჯვა.