https://sputnik-georgia.com/20251005/dvalishvilma-qamari-sheinarchuna-295251328.html
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა
Sputnik საქართველო
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T10:57+0400
2025-10-05T10:57+0400
2025-10-05T10:57+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705317_0:305:1440:1115_1920x0_80_0_0_906f8d540ce8f4507f4a78a5a2df5d83.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა 5 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე დაამარცხა. შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყეტილებით გამოცხადდა.ქართველმა მებრძოლმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ (ჯამში 117) მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.ქართველი შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0a/293705317_0:170:1440:1250_1920x0_80_0_0_7283a8fbe879d55a5383990f57b5b49c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
დვალიშვილმა საჩემპიონო ბრძოლა 5 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე დაამარცხა.
შეხვედრა თანაბრად დაიწყო, ხოლო მეორე რაუნდში დვალიშვილი გააქტიურდა და ამავე რაუნდში ნოკაუტთან ახლოს იყო, სენდჰეგენს, ძირითადად, თავის დაცვა უწევდა. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი გამარჯვებულად მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყეტილებით გამოცხადდა.
ქართველმა მებრძოლმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ (ჯამში 117) მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.
„ჩემპიონი ვარ, კვლავ მოვიგე და ცხოვრება მშვენიერია. დიახ, ეს შერეული ორთაბრძოლებია და ყველაფერი შეიძლება ერთმა დარტყმამ შეცვალოს, ამიტომ ახლა ბედნიერი ვარ. მადლობა ჩემს გუნდს“, – განაცხადა დვალიშვილმა.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ დივიზიონში ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, მან თავისი ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა. ასევე, ის გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც UFC-ში 100-ჯერ მოახერხა მეტოქეების მიწაზე გადაყვანა.
ქართველი შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 25 შეხვედრის შემდეგ 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.