https://sputnik-georgia.com/20251005/ceskom-biuletenebis-datvla-daasrula-295256691.html
არჩევნები 2025: ყველა საარჩევნო უბნის შედეგები ცნობილია
არჩევნები 2025: ყველა საარჩევნო უბნის შედეგები ცნობილია
Sputnik საქართველო
ცესკომ ბიულეტენების დათვლა დაასრულა, უწყებამ პირველადი შედეგების გამოცხადება კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც 1 საათსა და 25 წუთში შეძლო 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T14:49+0400
2025-10-05T14:49+0400
2025-10-05T14:48+0400
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295223327_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_90a254e6ed1ae3596170405911e225d7.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. ამომრჩეველთან ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 3.061 საარჩევნო უბნიდან ხმების 81, 689% მიიღო.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 40,93% შეადგინა - კენჭისყრაში 1.438,116-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.პარტიების შედეგები: რაც შეეხება თბილისის შედეგებს, დედაქალაქის საკრებულოში ოთხი პარტია შევიდა: „ქართული ოცნება“ - 70,052%, „ძლიერი საქართველო“ - „ლელო“ - 9,938%, „გირჩი“ - 7,698% და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 4,308%.არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ, რომელმაც ხმების 71,612% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა „ძლიერი საქართველო -ლელოს" კანდიდატი ირაკლი კუპრაძე - 12,274%, ხოლო მესამე ადგილი „გირჩის" კანდიდატ იაგო ხვიჩიას ერგო - 7,636%.ცესკოს მიერ გავრცელებული განცხადებით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც 1 საათსა და 25 წუთში შეძლო - 3.061 საარჩევნო უბნიდან 2.284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა. ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. ცესკოს განცხადებით, კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში. 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3.513.818 შეადგინა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღება 3.130.348 ამომრჩეველს შეეძლო.პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295223327_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_ae8d22c66d2db094c4a6996578dd4c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
არჩევნები 2025: ყველა საარჩევნო უბნის შედეგები ცნობილია
ცესკომ ბიულეტენების დათვლა დაასრულა, უწყებამ პირველადი შედეგების გამოცხადება კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც 1 საათსა და 25 წუთში შეძლო
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. ამომრჩეველთან ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 3.061 საარჩევნო უბნიდან ხმების 81, 689% მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 40,93% შეადგინა - კენჭისყრაში 1.438,116-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
1.
„მამული, ენა, სარწმუნოება" №1 – 0,327 % (4427 )
2.
„კონსერვატორები საქართველოსთვის" №3 – 2,612 % (35 312)
3.
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო" №5 – 0,396 % (5357)
4.
„თავისუფალი საქართველო" №7 – 0,281 % (3803)
5.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" №8 – 0,813 % (10 997)
6.
„ძლიერი საქართველო - ლელო" №9 – 6,715 % (90 790)
7.
„საქართველო" №11– 0,13 % (1759 )
8.
„მწვანეთა პარტია" №12 – 0,143 % (1932)
9.
„სახალხო ხელისუფლება" №14 – 0,249 % (3363)
10.
„გახარია საქართველოსთვის" №25 – 3,384 % (49815)
11.
„გირჩი" №36 – 2,962 % (40 037 )
12.
„ქართული ოცნება" №41 – 81,689 % (1 104 545).
რაც შეეხება თბილისის შედეგებს, დედაქალაქის საკრებულოში ოთხი პარტია შევიდა: „ქართული ოცნება“ - 70,052%, „ძლიერი საქართველო“ - „ლელო“ - 9,938%, „გირჩი“ - 7,698% და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 4,308%.
არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ, რომელმაც ხმების 71,612% მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა „ძლიერი საქართველო -ლელოს" კანდიდატი ირაკლი კუპრაძე - 12,274%, ხოლო მესამე ადგილი „გირჩის" კანდიდატ იაგო ხვიჩიას ერგო - 7,636%.
ცესკოს მიერ გავრცელებული განცხადებით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც 1 საათსა და 25 წუთში შეძლო - 3.061 საარჩევნო უბნიდან 2.284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდა.
„აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არცერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 25 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ.
ცესკოს განცხადებით, კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში.
4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 ქალაქსა და რაიონში მერები და საკრებულოს დეპუტატები აირჩია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3.513.818 შეადგინა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღება 3.130.348 ამომრჩეველს შეეძლო.
პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.