https://sputnik-georgia.com/20251005/arcevnebi-darrvevebis-garese-catarda-safrangetidan-camosuli-saertasoriso-damkvirveblebi-295261479.html
არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა - საფრანგეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები
არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა - საფრანგეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები
Sputnik საქართველო
დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს ახალ ტექნოლოგიებზე და დადებითად შეაფასეს ისინი. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T18:25+0400
2025-10-05T18:25+0400
2025-10-05T18:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1b/290612609_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_728162b68e3f94c7aa06c115e1a4b7b7.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, განაცხადეს ფრანგმა დამკვირვებლებმა ერთობლივ ბრიფინგზე.დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ არანაირი დარღვევა არ დაუფიქსირებიათ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები რეალობას ასახავს.მათი თქმით, თითოეულ საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიების სამი-ოთხი წარმომადგენელი იმყოფებოდა და მათაც არ შეუმჩნევიათ რაიმე დარღვევა.დამკვირვებლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ახალ ტექნოლოგიებზე და დადებითად შეაფასეს ისინი.„როდესაც ჩვენ საარჩევნო უბნებთან მივედით, გაკვირვებულები ვიყავით ტექნოლოგიების იმ დონით, რაც დაგვხვდა. იყო შემოწმების და კონტროლის მაღალი დონე. საფრანგეთში მსგავსი რაღაცები არ გვაქვს, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში. ჩვენ გაკვირვებულები და კმაყოფილები ვიყავით ამის ნახვით“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან, ბენოისტ ფრანსუა მარიმ.არჩევნების პროცესს 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.კენჭისყრის პროცესს 73 მედიასაშუალების ათასამდე ჟურნალისტი აშუქებს.ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთან ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 3.061 საარჩევნო უბნიდან ხმების 81,689% მიიღო, შესაბამისად არცერთ მუნიციპალიტეტში მეორე ტური არ ჩატარდება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 40,93% შეადგინა - კენჭისყრაში 1.438.116-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1b/290612609_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_57c8411c96b6ecd3410e70939dc237c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საფრანგეთი
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საფრანგეთი
არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა - საფრანგეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები
დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს ახალ ტექნოლოგიებზე და დადებითად შეაფასეს ისინი.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, განაცხადეს ფრანგმა დამკვირვებლებმა ერთობლივ ბრიფინგზე.
დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათ არანაირი დარღვევა არ დაუფიქსირებიათ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები რეალობას ასახავს.
„უცნაურია, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნების „ნიუსებში“ ვკითხულობთ, რომ საქართველო არ არის სრულიად დემოკრატიული ქვეყანა. საარჩევნო პროცედურა იყო სრულიად სამართლიანი“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან, ალენ ჟან მარი ავრილმა.
მათი თქმით, თითოეულ საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიების სამი-ოთხი წარმომადგენელი იმყოფებოდა და მათაც არ შეუმჩნევიათ რაიმე დარღვევა.
დამკვირვებლებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ახალ ტექნოლოგიებზე და დადებითად შეაფასეს ისინი.
„როდესაც ჩვენ საარჩევნო უბნებთან მივედით, გაკვირვებულები ვიყავით ტექნოლოგიების იმ დონით, რაც დაგვხვდა. იყო შემოწმების და კონტროლის მაღალი დონე. საფრანგეთში მსგავსი რაღაცები არ გვაქვს, ასევე ევროპის ბევრ ქვეყანაში. ჩვენ გაკვირვებულები და კმაყოფილები ვიყავით ამის ნახვით“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან, ბენოისტ ფრანსუა მარიმ.
არჩევნების პროცესს 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.
კენჭისყრის პროცესს 73 მედიასაშუალების ათასამდე ჟურნალისტი აშუქებს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთან ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მასშტაბით 3.061 საარჩევნო უბნიდან ხმების 81,689% მიიღო, შესაბამისად არცერთ მუნიციპალიტეტში მეორე ტური არ ჩატარდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 40,93% შეადგინა - კენჭისყრაში 1.438.116-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.