https://sputnik-georgia.com/20251005/aqciis-monawileebma-sasaxlis-mimdebare-teritoria-datoves-295249183.html
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T01:29+0400
2025-10-05T01:29+0400
2025-10-05T01:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295245676_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_c57ec934ff27012510e3574fabe2216e.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, იუწყება პირველი არხი.ამ დროისთვის ადგილზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ მუშაობს - პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები რჩებიან.შეგახსენებთ, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295245676_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_baa162aa7ac2ac20213f4ff7bc1d3b4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, საზოგადოება, ახალი ამბები
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, იუწყება პირველი არხი.
ამ დროისთვის ადგილზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოებს ასრულებენ მუშაობს - პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები რჩებიან.
შეგახსენებთ, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.