თბილისში ოჯახის სამი წევრი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს

© video: Sputnik / Stringerშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2025
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად სუიციდს განიხილავს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, იუწყება ქართული მედია.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ცნობით, დაღუპულები არიან მშობლები და შვილი. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0