https://sputnik-georgia.com/20251004/tbilisis-centri-protestis-gamo-paralizebulia-295232413.html
თბილისის ცენტრი პროტესტის გამო პარალიზებულია
თბილისის ცენტრი პროტესტის გამო პარალიზებულია
Sputnik საქართველო
აქციის ორგანიზატორების თქმით, მონაწილეებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით დეკლარაცია წარედგინებათ. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T17:36+0400
2025-10-04T17:36+0400
2025-10-04T17:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295230396_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_d3176a3f4aa091095c49b585c12aa0a7.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მომიტინგეებმა თბილისის ცენტრში - რუსთველზე და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად გადაკეტეს. საპროტესტო აქცია, რომელსაც ორგანიზატორები "ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას" და "დროშების მშვიდობიან რევოლუციას" უწოდებენ, სტუდენტური მსვლელობით დაიწყო. აქციის საორგანიზაციო კომიტეტში შევიდნენ საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. საპროტესტო აქციაზე ძირითადი გამოსვლები, სავარაუდოდ, გვიან საღამოს არის დაგეგმილი. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მონაწილეებს წარედგინებათ დეკლარაცია სამომავლო გეგმებზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილიდან მოუწოდა მომიტინგეებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. „კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი, მათ შორის თბილისის საკრებულოს შენობასთან და ოპოზიციის მიერ მოწყობილ სცენასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლების გარდა, საპროტესტო აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295230396_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_c0bb40e782eed85541385e3a91174f63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისის ცენტრი პროტესტის გამო პარალიზებულია
აქციის ორგანიზატორების თქმით, მონაწილეებს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით დეკლარაცია წარედგინებათ.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მომიტინგეებმა თბილისის ცენტრში - რუსთველზე და თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად გადაკეტეს.
საპროტესტო აქცია, რომელსაც ორგანიზატორები "ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას" და "დროშების მშვიდობიან რევოლუციას" უწოდებენ, სტუდენტური მსვლელობით დაიწყო.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტში შევიდნენ საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
საპროტესტო აქციაზე ძირითადი გამოსვლები, სავარაუდოდ, გვიან საღამოს არის დაგეგმილი. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, მონაწილეებს წარედგინებათ დეკლარაცია სამომავლო გეგმებზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილიდან მოუწოდა მომიტინგეებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას.
„კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი, მათ შორის თბილისის საკრებულოს შენობასთან და ოპოზიციის მიერ მოწყობილ სცენასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლების გარდა, საპროტესტო აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.