https://sputnik-georgia.com/20251004/saqartvelosi-saarcevno-ubnebi-gaixsna-295201038.html
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა
Sputnik საქართველო
130.348 ამომრჩეველი ახალი ტექნოლოგიების დახმარებით შეძლებს ხმის მიცემას. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T08:00+0400
2025-10-04T08:00+0400
2025-10-04T08:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/86/237848633_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_8ed370acc111042b9874980e4aa34f68.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. დღეს საქართველოში 08:00 საათზე 3061 საარჩევნო უბანი გაიხსნა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.3061 უბნიდან 2.284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.იმ საარჩევნო უბანზე, სადაც „სპუტნიკ საქართველოს“ კორესპონდენტმა მისცა ხმა, დილიდან მცირე რიგი იყო. ხმის მიცემის პროცესი მშვიდად გარემოში მიმდინარეობს და ბევრი დამკვირვებელია. საარჩევნო უბანთან ახლოს პოლიციელები მორიგეობენ, რომლებიც კენჭისყრის პროცესის დროს წესრიგს იცავენ.ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიები ხმების დათვლას დაიწყებენ. კენჭისყრის პირველი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 2-3 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. ცესკოში საბოლოო ბრიფინგი 22:00 საათზეა დაგეგმილი.არჩევნებში ხმის მიცემა 18 წლის და უფროსი ასაკის 3.513.818 მოქალაქეს შეუძლია.საკრებულოს ფორმირება მოხდება იმ დეპუტატებისგან, რომლებსაც აირჩევენ პროპორციული (პარტიული) და მაჟორიტარული სისტემით - ადგილზე პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატებისგან.არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს, პარტიების ყველაზე დიდი სია - 12 - თბილისზე მოდის, ყველაზე მცირე - ნინოწმინდის რაიონშია, იქ მხოლოდ სამი პარტიაა. დანარჩენ ოლქებში საშუალოდ 4-დან 6-მდე პარტია მონაწილეობს.გარდა ამისა, ცესკომ მაჟორიტარი დეპუტატობის 2.228 კანდიდატი დაარეგისტრირა, რომელთაგან 160 თბილისში იყრის კენჭს. კანდიდატთა საერთო რაოდენობიდან ძირითადი ნაწილი პარტიებიდან იყო წარმოდგენილი, ხოლო 32 - საინიციატივო ჯგუფებით.რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, აქ სულ 112 კანდიდატი მონაწილეობს. თბილისში მერობის 9 კანდიდატია.საკრებულოში შევა ყველა ის პარტია, რომლებმაც თავის ქალაქში ან რაიონში ამომრჩეველთა ხმების 4%-ზე მეტი დააგროვა. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, გაიმარჯვებს ის, ვინც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 40%-ს მიიღებს.მერის არჩევნებში გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო რაოდენობის ხმებს, საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა აქვთ.როგორ გადანაწილდება საკრებულოში ადგილები ბარიერგადალახულ პარტიებს შორის, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ცესკო ყველა სააპელაციო საჩივრის განხილვისა და სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს.პროცესს აკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალება აშუქებს.ხმის მიცემის პროცესისაარჩევნო უბანში შესვლისას, საარჩევნო უბნის წარმომადგენელი შეამოწმებს, არის თუ არა ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა თითი მონიშნული სპეციალური სითხით, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ჩანს. თუ არა, მაშინ ამომრჩეველს ჯერ არ მიუცია ხმა.ამომრჩეველის თითის მარკირება უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო უბანზე.ამომრჩეველთა დაახლოებით 90% თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მისცემს ხმას. ვერიფიკაციის აპარატი შეამოწმებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო შედეგებს ხმის დამთვლელი აპარატი შეაჯამებს.ამომრჩევლებს ურიგდებათ ახალი ფორმატის სამი ბიულეტენი, რომლებშიც მარკერით სასურველი პოლიტიკური სუბიექტის წინ წრე მთლიანად უნდა გაფერადდეს. შემდეგ თითოეული ბიულეტენი სპეციალურ კონვერტში ზედაპირით ქვევით უნდა მოთავსდეს და ისე, რომ ვერავინ დაინახოს, ვის სასარგებლოდ გაკეთდა არჩევანი, მოთავსდეს უკვე ხმის დამთვლელ აპარატში.3.513.818 ამომრჩევლიდან 130.348 ამომრჩეველი ახალი ტექნოლოგიების დახმარებით შეძლებს ხმის მიცემას.დანარჩენი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურა იგივე დარჩა. ძველი ნიმუშის ბიულეტენზე, როგორც ადრე, საჭირო იქნება სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომრის შემოხაზვა, ამ ბიულეტენის დაკეცვა, კონვერტში მოთავსება და საარჩევნო ყუთში ჩაგდება.ძველებურად კენჭისყრა ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არსებულ საარჩევნო უბნებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/86/237848633_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_056ab4c7fe7837b3c6fe3f990005e7a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა
130.348 ამომრჩეველი ახალი ტექნოლოგიების დახმარებით შეძლებს ხმის მიცემას.
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. დღეს საქართველოში 08:00 საათზე 3061 საარჩევნო უბანი გაიხსნა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევენ.
3061 უბნიდან 2.284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.
იმ საარჩევნო უბანზე, სადაც „სპუტნიკ საქართველოს“ კორესპონდენტმა მისცა ხმა, დილიდან მცირე რიგი იყო. ხმის მიცემის პროცესი მშვიდად გარემოში მიმდინარეობს და ბევრი დამკვირვებელია. საარჩევნო უბანთან ახლოს პოლიციელები მორიგეობენ, რომლებიც კენჭისყრის პროცესის დროს წესრიგს იცავენ.
ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საარჩევნო კომისიები ხმების დათვლას დაიწყებენ. კენჭისყრის პირველი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 2-3 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. ცესკოში საბოლოო ბრიფინგი 22:00 საათზეა დაგეგმილი.
არჩევნებში ხმის მიცემა 18 წლის და უფროსი ასაკის 3.513.818 მოქალაქეს შეუძლია.
საკრებულოს ფორმირება მოხდება იმ დეპუტატებისგან, რომლებსაც აირჩევენ პროპორციული (პარტიული) და მაჟორიტარული სისტემით - ადგილზე პირდაპირი კენჭისყრით არჩეული დეპუტატებისგან.
არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობს, პარტიების ყველაზე დიდი სია - 12 - თბილისზე მოდის, ყველაზე მცირე - ნინოწმინდის რაიონშია, იქ მხოლოდ სამი პარტიაა. დანარჩენ ოლქებში საშუალოდ 4-დან 6-მდე პარტია მონაწილეობს.
გარდა ამისა, ცესკომ მაჟორიტარი დეპუტატობის 2.228 კანდიდატი დაარეგისტრირა, რომელთაგან 160 თბილისში იყრის კენჭს. კანდიდატთა საერთო რაოდენობიდან ძირითადი ნაწილი პარტიებიდან იყო წარმოდგენილი, ხოლო 32 - საინიციატივო ჯგუფებით.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, აქ სულ 112 კანდიდატი მონაწილეობს. თბილისში მერობის 9 კანდიდატია.
საკრებულოში შევა ყველა ის პარტია, რომლებმაც თავის ქალაქში ან რაიონში ამომრჩეველთა ხმების 4%-ზე მეტი დააგროვა. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, გაიმარჯვებს ის, ვინც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 40%-ს მიიღებს.
მერის არჩევნებში გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო რაოდენობის ხმებს, საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა აქვთ.
როგორ გადანაწილდება საკრებულოში ადგილები ბარიერგადალახულ პარტიებს შორის, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ცესკო ყველა სააპელაციო საჩივრის განხილვისა და სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს.
პროცესს აკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალება აშუქებს.
საარჩევნო უბანში შესვლისას, საარჩევნო უბნის წარმომადგენელი შეამოწმებს, არის თუ არა ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა თითი მონიშნული სპეციალური სითხით, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერი ნათების ქვეშ ჩანს. თუ არა, მაშინ ამომრჩეველს ჯერ არ მიუცია ხმა.
ამომრჩეველის თითის მარკირება უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო უბანზე.
ამომრჩეველთა დაახლოებით 90% თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მისცემს ხმას. ვერიფიკაციის აპარატი შეამოწმებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო შედეგებს ხმის დამთვლელი აპარატი შეაჯამებს.
ამომრჩევლებს ურიგდებათ ახალი ფორმატის სამი ბიულეტენი, რომლებშიც მარკერით სასურველი პოლიტიკური სუბიექტის წინ წრე მთლიანად უნდა გაფერადდეს. შემდეგ თითოეული ბიულეტენი სპეციალურ კონვერტში ზედაპირით ქვევით უნდა მოთავსდეს და ისე, რომ ვერავინ დაინახოს, ვის სასარგებლოდ გაკეთდა არჩევანი, მოთავსდეს უკვე ხმის დამთვლელ აპარატში.
3.513.818 ამომრჩევლიდან 130.348 ამომრჩეველი ახალი ტექნოლოგიების დახმარებით შეძლებს ხმის მიცემას.
დანარჩენი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის პროცედურა იგივე დარჩა. ძველი ნიმუშის ბიულეტენზე, როგორც ადრე, საჭირო იქნება სასურველი საარჩევნო სუბიექტის ნომრის შემოხაზვა, ამ ბიულეტენის დაკეცვა, კონვერტში მოთავსება და საარჩევნო ყუთში ჩაგდება.
ძველებურად კენჭისყრა ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არსებულ საარჩევნო უბნებზე.