https://sputnik-georgia.com/20251004/saqartveloshi-tvitmmartvelobis-archevnebi-dasrulda-295218202.html
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა
Sputnik საქართველო
ქვეყნის მოსახლეობას ზუსტად 12 საათი ჰქონდა, იმისთვის რომ საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T20:01+0400
2025-10-04T20:01+0400
2025-10-04T20:03+0400
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ცესკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295206228_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_6bf8731c5f32f96fb865098413e23f36.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები დასრულდა – თბილისის დროით 20:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.გამონაკლისს წარმოადგენს ის უბნები, სადაც საღამოს 8 საათისთვის ამომრჩეველთა რიგები იყო.ცესკოს ბოლო მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33,46%–ს შეადგენს. ამასთან, არჩევნები ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩატარებულად ჩაითვლება.კენჭისყრის პირველი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 2-3 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. ცესკოში საბოლოო ბრიფინგი 22:00 საათზეა დაგეგმილი.ვის ირჩევდნენ?ქვეყნის მოსახლეობა 4 ოქტომბრის არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებსა და ამდენიმე მერს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობდა, პარტიების ყველაზე დიდი სია - 12 - თბილისზე მოდის, ყველაზე მცირე - ნინოწმინდის რაიონში, იქ მხოლოდ სამმა პარტიამ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. დანარჩენ ოლქებში საშუალოდ 4-დან 6-მდე პარტიამდე მონაწილეობდა.ცესკოში რეგისტრაცია მაჟორიტარი დეპუტატობის 2.228 კანდიდატმა გაიარა, რომელთაგან 160 თბილისში იყრიდა კენჭს.. კანდიდატთა საერთო რაოდენობიდან ძირითადი ნაწილი პარტიებიდან იყო წარმოდგენილი, ხოლო 32 - საინიციატივო ჯგუფებით.რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, აქ სულ 112 კანდიდატი მონაწილეობდა, თბილისში - 9 კანდიდატი.საკრებულოში შევა ყველა ის პარტია, რომლებმაც თავის ქალაქში ან რაიონში ამომრჩეველთა ხმების 4%-ზე მეტი მიიღო. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, გაიმარჯვებს ის, ვინც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 40%-ს მიიღებს.მერის არჩევნებში გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო რაოდენობის ხმებს, საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა აქვთ.როგორ გადანაწილდება საკრებულოში ადგილები ბარიერგადალახულ პარტიებს შორის, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ცესკო ყველა სააპელაციო საჩივრის განხილვისა და სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს.პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.2025 წლის არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ მასში პირველად არ მონაწილეობდნენ წამყვანი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რომლებმაც ამ დღეს გადაწყვიტეს „მშვიდობიანი რევოლუციის“ მოწყობა, ხოლო დარჩენილი ოპოზიციური სპექტრი მეორე ტურისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის.საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 3.061 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. სულ ქვეყანაში 3.513,818 ამომრჩეველია, ხოლო თბილისში ხმის მიცემის უფლება 1.043,482 ადამიანს ჰქონდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295206228_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_976773bf7f21fc08fda4f20813394b7a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ცესკო
საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ცესკო
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა
20:01 04.10.2025 (განახლებულია: 20:03 04.10.2025) ქვეყნის მოსახლეობას ზუსტად 12 საათი ჰქონდა, იმისთვის რომ საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები დასრულდა – თბილისის დროით 20:00 საათზე ქვეყანაში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
გამონაკლისს წარმოადგენს ის უბნები, სადაც საღამოს 8 საათისთვის ამომრჩეველთა რიგები იყო.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33,46%–ს შეადგენს. ამასთან, არჩევნები ამომრჩეველთა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში ჩატარებულად ჩაითვლება.
კენჭისყრის პირველი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან 2-3 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. ცესკოში საბოლოო ბრიფინგი 22:00 საათზეა დაგეგმილი.
ქვეყნის მოსახლეობა 4 ოქტომბრის არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებსა და ამდენიმე მერს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობდა, პარტიების ყველაზე დიდი სია - 12 - თბილისზე მოდის, ყველაზე მცირე - ნინოწმინდის რაიონში, იქ მხოლოდ სამმა პარტიამ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. დანარჩენ ოლქებში საშუალოდ 4-დან 6-მდე პარტიამდე მონაწილეობდა.
ცესკოში რეგისტრაცია მაჟორიტარი დეპუტატობის 2.228 კანდიდატმა გაიარა, რომელთაგან 160 თბილისში იყრიდა კენჭს.. კანდიდატთა საერთო რაოდენობიდან ძირითადი ნაწილი პარტიებიდან იყო წარმოდგენილი, ხოლო 32 - საინიციატივო ჯგუფებით.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, აქ სულ 112 კანდიდატი მონაწილეობდა, თბილისში - 9 კანდიდატი.
საკრებულოში შევა ყველა ის პარტია, რომლებმაც თავის ქალაქში ან რაიონში ამომრჩეველთა ხმების 4%-ზე მეტი მიიღო. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, გაიმარჯვებს ის, ვინც ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 40%-ს მიიღებს.
მერის არჩევნებში გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო.
თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს საჭირო რაოდენობის ხმებს, საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს ორი კანდიდატი, რომლებსაც ყველაზე მეტი ხმა აქვთ.
როგორ გადანაწილდება საკრებულოში ადგილები ბარიერგადალახულ პარტიებს შორის, ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც ცესკო ყველა სააპელაციო საჩივრის განხილვისა და სასამართლოების მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს.
პროცესს აკვირდებოდა 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალების წარმომადგენელი აშუქებდა.
2025 წლის არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ მასში პირველად არ მონაწილეობდნენ წამყვანი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რომლებმაც ამ დღეს გადაწყვიტეს „მშვიდობიანი რევოლუციის“ მოწყობა, ხოლო დარჩენილი ოპოზიციური სპექტრი მეორე ტურისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის.
საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 3.061 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. სულ ქვეყანაში 3.513,818 ამომრჩეველია, ხოლო თბილისში ხმის მიცემის უფლება 1.043,482 ადამიანს ჰქონდა.