https://sputnik-georgia.com/20251004/saarcevno-damkvirveblebi-saarchevno-procesi-samartliania-295233943.html
საერთაშორისო დამკვირვებლები: საარჩევნო პროცესი სამართლიანი, გამართული და დემოკრატიულია
საერთაშორისო დამკვირვებლები: საარჩევნო პროცესი სამართლიანი, გამართული და დემოკრატიულია
Sputnik საქართველო
დღეს ქვეყნის მოსახლეობა 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევს. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T19:09+0400
2025-10-04T19:09+0400
2025-10-04T19:09+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295222093_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_0a136a3b19c0f31a69baf68825344fc4.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან, მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანად და გამართულად მიმდინარეობს. საქართველოში დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელშიც 12 პარტია მონაწილეობს. საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი. როგორც საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან, ექსპერტმა ლასლო იშტვან ნემეთიმ აღნიშნა, საარჩევნო პროცესი სამართლიანი და დემოკრატიულია. მისი განცხადებით, არანაირ უჩვეულო ჩარევებს ადგილი არ აქვს და ვინც გაიმარჯვებს, მას ექნება ძლიერი და დემოკრატიული მხარდაჭერა საკუთარი ამომრჩევლისგან. ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, დამკვირვებელი ვანია ბიელიკა პრუტინაც მიიჩნევს, რომ არჩევნები გამართულად მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმაოდ კარგია. ამასთან, მისი თქმით, ამომრჩევლები კარგად არიან ინფორმირებულები ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ როგორც საერთაშორისო დამკვირვებელმა, ალბანეთს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსმა ერტონ სინანმა განაცხადა, ცესკო სრულად უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამართულად ადმინისტრირებას. საერთაშორისო დამკვირვებელმ აშშ-დან, ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა, რომელიც საარჩევნო პროცესს ქუთაისში აკვირდება, განაცხადა, რომ ქუთაისი შესანიშნავად ართმევს თავს არჩევნებს. დღეს ქვეყნის მოსახლეობა 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევს - სულ გახსნილია 3.061 საარჩევნო უბანი. არჩევნებზე ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც შედეგების დათვლის პროცედურა დაიწყება. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპის ქვეყნების თითქმის ყველა საელჩომ, შვეიცარიისა და უნგრეთის გარდა, ასევე აშშ-ის საელჩომ, რომელიც არჩევნებს 1990-იანი წლებიდან აკვირდებოდა, უარი განაცხადა დამკვირვებლად რეგისტრაციაზე. წლევანდელ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნა ეუთო/ოდირმა, ასევე საკუთარი დამკვირვებლები არ გამოგზავნა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და ევროპარლამენტმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295222093_174:0:1614:1080_1920x0_80_0_0_e37d2624c7d4be9c60ea52269ff74f6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნები, ახალი ამბები
საერთაშორისო დამკვირვებლები: საარჩევნო პროცესი სამართლიანი, გამართული და დემოკრატიულია
დღეს ქვეყნის მოსახლეობა 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევს.
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებიან, მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესი სამართლიანად და გამართულად მიმდინარეობს.
საქართველოში დღეს, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელშიც 12 პარტია მონაწილეობს. საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებელმა უნგრეთიდან, ექსპერტმა ლასლო იშტვან ნემეთიმ აღნიშნა, საარჩევნო პროცესი სამართლიანი და დემოკრატიულია. მისი განცხადებით, არანაირ უჩვეულო ჩარევებს ადგილი არ აქვს და ვინც გაიმარჯვებს, მას ექნება ძლიერი და დემოკრატიული მხარდაჭერა საკუთარი ამომრჩევლისგან.
ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, დამკვირვებელი ვანია ბიელიკა პრუტინაც მიიჩნევს, რომ არჩევნები გამართულად მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობაც საკმაოდ კარგია. ამასთან, მისი თქმით, ამომრჩევლები კარგად არიან ინფორმირებულები ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ
„მქონდა შესაძლებლობა დავკვირვებოდი არჩევნებს ოთხ საარჩევნო უბანზე. ვფიქრობ, რომ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მართლაც შესანიშნავი სამუშაო შეასრულა ამომრჩეველთა განათლების მიმართულებით. ყველაფერი გამართულად მიმდინარეობს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაც შეუფერხებლად ხორციელდება“, - აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
როგორც საერთაშორისო დამკვირვებელმა, ალბანეთს რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის უფროსმა ერტონ სინანმა განაცხადა, ცესკო სრულად უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის გამართულად ადმინისტრირებას.
„ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები, ვერიფიკაციის აპარატები გამართულად და ეფექტურად, ხარვეზების გარეშე მუშაობს. თვალსაჩინოა, რომ ამომრჩევლებს აქვთ ინფორმაცია ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სწორი და წარმატებული საინფორმაციო კამპანია განახორციელა“, - აღნიშნა სინანმა.
საერთაშორისო დამკვირვებელმ აშშ-დან, ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა, რომელიც საარჩევნო პროცესს ქუთაისში აკვირდება, განაცხადა, რომ ქუთაისი შესანიშნავად ართმევს თავს არჩევნებს.
„ენთუზიაზმით სავსე პერსონალია. არანაირი ხარვეზი არ დაგვიფიქსირებია. ხალხი მოდის და აძლევს ხმას. პრობლემები არც საარჩევნო უბნებშია და არც მათ გარეთ. ყველა სხვა ქალაქშიც საარჩევნო პროცესი პროფესიონალურად მიმდინარეობს. მრავალი ადამიანი აძლევს ხმას და ვფიქრობ, ყველა ქალაქი კარგად მუშაობს“, - განაცხადა ჯეიკ ბარეტ ჰოფმანმა.
დღეს ქვეყნის მოსახლეობა 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს ირჩევს - სულ გახსნილია 3.061 საარჩევნო უბანი.
არჩევნებზე ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც შედეგების დათვლის პროცედურა დაიწყება.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ევროპის ქვეყნების თითქმის ყველა საელჩომ, შვეიცარიისა და უნგრეთის გარდა, ასევე აშშ-ის საელჩომ, რომელიც არჩევნებს 1990-იანი წლებიდან აკვირდებოდა, უარი განაცხადა დამკვირვებლად რეგისტრაციაზე. წლევანდელ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია არ გამოგზავნა ეუთო/ოდირმა, ასევე საკუთარი დამკვირვებლები არ გამოგზავნა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა და ევროპარლამენტმა.