https://sputnik-georgia.com/20251004/opozicias-aranairi-sansi-ar-aqvs-premierma-dagegmili-aqcia-seafasa-295231865.html
ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს - პრემიერმა დაგეგმილი აქცია შეაფასა
ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს - პრემიერმა დაგეგმილი აქცია შეაფასა
Sputnik საქართველო
იმ პირობით, რომ, კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 65%-ს შეადგენს, ოპოზიციას რევოლუციის მოხდენის არანაირი შანსი არ აქვს, განაცხადა კობახიძემ 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T17:10+0400
2025-10-04T17:10+0400
2025-10-04T17:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295207334_0:136:2048:1288_1920x0_80_0_0_6b0a31c4593468a4233e8f87f08e6698.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მაქსიმალური მობილიზაციის შემთხვევაშიც კი, მომიტინგეებს მთავრობის დამხობის არანაირი შანსი არ ექნებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.პროტესტი, რომელსაც ორგანიზატორები „მთავრობის მშვიდობიან დამხობას“ და „დროშების მშვიდობიან რევოლუციას“ უწოდებენ, თბილისის დროით 15:00 საათზე სტუდენტური მსვლელობით დაიწყება და რუსთაველის გამზირზე დასრულდება.ამასთან მან აღნიშნა: იმ პირობით, რომ, კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 65%-ს შეადგენს, ოპოზიციას რევოლუციის მოხდენის არანაირი შანსი არ აქვს.„დღეს ნახავთ, რომ, დაახლოებით, მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები, ასჯერ და ორასჯერ ნაკლები, ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობასა და რევოლუციის მოწყობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ძალას, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმოქმედებენ თავად მომიტინგეები.„ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჭკვიანად მოიქცევა ოპოზიცია, გადავლენ ძალადობაზე, მიიღებენ პასუხს, არ გადავლენ ძალადობაზე, ყველაფერი იქნება კარგად“, - განაცხადა კობახიძემ.დღეს შსს-მ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს კანონის დაცვისა და პოლიციის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდა.სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, შსს-ს შესაბამისი პოლიციის დანაყოფების თანამშრომლები თბილისის სხვადასხვა ადგილას არიან მობილიზებული.პროტესტს ორგანიზატორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილობრივი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“.უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლების გარდა, პროტესტს რეგიონებიდან ჩამოსული მომიტინგეებიც შეუერთდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295207334_75:0:1974:1424_1920x0_80_0_0_beaf6e3fdd4ec60513ac04a158f6b8b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს - პრემიერმა დაგეგმილი აქცია შეაფასა
იმ პირობით, რომ, კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 65%-ს შეადგენს, ოპოზიციას რევოლუციის მოხდენის არანაირი შანსი არ აქვს, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მაქსიმალური მობილიზაციის შემთხვევაშიც კი, მომიტინგეებს მთავრობის დამხობის არანაირი შანსი არ ექნებათ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პროტესტი, რომელსაც ორგანიზატორები „მთავრობის მშვიდობიან დამხობას“ და „დროშების მშვიდობიან რევოლუციას“ უწოდებენ, თბილისის დროით 15:00 საათზე სტუდენტური მსვლელობით დაიწყება და რუსთაველის გამზირზე დასრულდება.
„სრული მობილიზაციის პირობებშიც კი დღესაც ძალიან სუსტად იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი, აქედან გამომდინარე, მათ წარმატებას არავითარი პერსპექტივა არ აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა: იმ პირობით, რომ, კვლევების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 65%-ს შეადგენს, ოპოზიციას რევოლუციის მოხდენის არანაირი შანსი არ აქვს.
„დღეს ნახავთ, რომ, დაახლოებით, მილიონი ჩვენი თანამოქალაქე მხარს დაუჭერს „ქართულ ოცნებას“ და ნახავთ, რომ ამაზე გაცილებით ნაკლები, ასჯერ და ორასჯერ ნაკლები, ადამიანი შეიკრიბება დღეს რუსთაველის გამზირზე. როცა ჩვენი რეიტინგი არის 65%, როგორ შეიძლება ჭკვიანმა ადამიანმა იფიქროს დამხობასა და რევოლუციის მოწყობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება ძალას, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმოქმედებენ თავად მომიტინგეები.
„ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ჭკვიანად მოიქცევა ოპოზიცია, გადავლენ ძალადობაზე, მიიღებენ პასუხს, არ გადავლენ ძალადობაზე, ყველაფერი იქნება კარგად“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს შსს-მ დაგეგმილი აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს კანონის დაცვისა და პოლიციის მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდა.
„კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად, შსს-ს შესაბამისი პოლიციის დანაყოფების თანამშრომლები თბილისის სხვადასხვა ადგილას არიან მობილიზებული.
პროტესტს ორგანიზატორები არიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილობრივი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. მათ შორის არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“.
უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლების გარდა, პროტესტს რეგიონებიდან ჩამოსული მომიტინგეებიც შეუერთდებიან.