https://sputnik-georgia.com/20251004/ombudsmeni-mnishvnelovania-shekrebis-monawileebi-ar-gascdnen-kanonis-parglebs-295244685.html
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, შეკრების მონაწილეები არ გასცდნენ კანონის ფარგლებს
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, შეკრების მონაწილეები არ გასცდნენ კანონის ფარგლებს
Sputnik საქართველო
შაბათს, საღამოს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T22:42+0400
2025-10-04T22:42+0400
2025-10-04T22:41+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს სახალხო დამცველი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295236102_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_7797aedd34c90ef4544828a790720c49.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, პოლიცია უნდა მოქმედებდეს პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით, ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის ქუჩებში ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს. 4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელზე საქართველო პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა და შენობაში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეებმა ადგილზე რკინის კონსტრუქციები, სკამები და სხვა ნივთები მიიტანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების დროს მოწოდება - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ თბილისის სხვადასხვა ადგილას მიმდინარე შეკრებების ფონზე, მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს არ შეეზღუდოთ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობა და მათ მიმართ არ იყოს გამოყენებული საპოლიციო ძალა. სახალხო დამცველი ასევე ყველას შეახსენებს, რომ მედიის წარმომადგენლებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ თავისი საქმიანობის განხორციელება - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დადგენილი. პოლიციამ ათონელზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა. შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, , პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები. მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული. აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295236102_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_e6ae3a6f959e8e19e3aa033abd005dbd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს სახალხო დამცველი, საზოგადოება, ახალი ამბები
ომბუდსმენი: მნიშვნელოვანია, შეკრების მონაწილეები არ გასცდნენ კანონის ფარგლებს
შაბათს, საღამოს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს, ძალის გამოყენების შემთხვევაში, პოლიცია უნდა მოქმედებდეს პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით, ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის ქუჩებში ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელზე საქართველო პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა და შენობაში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეებმა ადგილზე რკინის კონსტრუქციები, სკამები და სხვა ნივთები მიიტანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების დროს მოწოდება - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს.
„ამასთანავე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც ევალებათ მშვიდობიანად წარმართონ შეკრება და არ მოუწოდონ მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებისკენ; ხოლო, ძალის გამოყენების შემთხვევაში, პოლიცია უნდა მოქმედებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით“, - ნათქმია განცხადებაში.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ თბილისის სხვადასხვა ადგილას მიმდინარე შეკრებების ფონზე, მნიშვნელოვანია, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს არ შეეზღუდოთ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობა და მათ მიმართ არ იყოს გამოყენებული საპოლიციო ძალა.
სახალხო დამცველი ასევე ყველას შეახსენებს, რომ მედიის წარმომადგენლებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ თავისი საქმიანობის განხორციელება - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დადგენილი.
პოლიციამ ათონელზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, , პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.