https://sputnik-georgia.com/20251004/kaxa-kalaze-me-gavakete-cemi-arcevani-msvidoba-saqartvelos-da-meti-sikete-tbiliss-295213053.html
კახა კალაძე: "მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“
კახა კალაძე: "მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა არჩევნებზე ხმა მისცა. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T10:54+0400
2025-10-04T10:54+0400
2025-10-04T10:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნები
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261542852_0:69:1280:790_1920x0_80_0_0_aadd3eb63f249bca9ba1f3564e797ce8.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და თბილისის განვითარება გააგრძელოს, არის "ქართული ოცნება, განაცხადა მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ. კახა კალაძე საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა. მისი თმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა დედაქალაქისთვის ყველა მიმართულებით. თუმცა, რჩება გამოწვევები და პრობლემები რჩება, აღნიშნა მან.„საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეკოლოგიური თვალსაზრისით. ასევე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის სახით, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მომდევნო ოთხი წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი", – განაცხადა კახა კალაძემ. დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს ირჩევენ. ხმის მიცემის უფლება აქვს ქვეყნის 18 წელს ზემოთ ასაკის 3.513.818 საქართველოს მოქალაქეს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი. არჩევნების პროცესს 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. კენჭისყრის პროცესს 73 მედიასაშუალების ათასამდე ჟურნალისტი აშუქებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261542852_93:0:1232:854_1920x0_80_0_0_c5f014b4811db69e682f66f63141bc8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები, კახა კალაძე
კახა კალაძე: "მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა არჩევნებზე ხმა მისცა.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს და თბილისის განვითარება გააგრძელოს, არის "ქართული ოცნება, განაცხადა მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ.
კახა კალაძე საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა.
„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. უპირველესად, მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს. ერთადერთი ძალა, რომელსაც დღეს რეალურად შეუძლია, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, არის "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო, მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა დედაქალაქისთვის ყველა მიმართულებით. თუმცა, რჩება გამოწვევები და პრობლემები რჩება, აღნიშნა მან.
„საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ეკოლოგიური თვალსაზრისით. ასევე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის სახით, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და, რა თქმა უნდა, მომდევნო ოთხი წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი", – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს ირჩევენ.
ხმის მიცემის უფლება აქვს ქვეყნის 18 წელს ზემოთ ასაკის 3.513.818 საქართველოს მოქალაქეს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი.
არჩევნების პროცესს 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.
კენჭისყრის პროცესს 73 მედიასაშუალების ათასამდე ჟურნალისტი აშუქებს.