„იმედის" ეგზიტპოლი: „ქართული ოცნება" - 76,3%, კალაძე - 77,4

© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო უბანი
საარჩევნო უბანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2025
გამოწერა
ტელეკომპანია „იმედმა“ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩატარებული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგები გაავრცელა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში ლიდერობს, ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ამერიკულმა კომპანია GORBI–მ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.
GORBI–ის ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით, პარტიული სიებით ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება" - 76,3%
„ძლიერი საქართველო ლელო" - 7,1%
„გირჩი“ - 6,8%
„კონსერვატორები საქართველოსთვის" - 3,3%
სხვა პარტიებმა საერთო ჯამში ხმების 6,5% მიიღეს.
GORBI-ს ეგზიტპოლების პირველადი შედეგებით, თბილისის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების" წარმომადგენელი კახა კალაძე 77,4%-ით ლიდერობს.
„ქართული ოცნება" - კახა კალაძე 77,4%.
„ძლიერი საქართველო ლელო" - ირაკლი კუპრაძე 8.8%.
„გირჩი“ - იაგო ხვიჩია 6,7%.
კონსერვატორები საქართველოსთვის" - ზურაბ მახარაძე 3,2%.
ყველა სხვა კანდიდატი 3.9%.
დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობა 4 ოქტომბრის არჩევნებზე 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებსა და ამდენიმე მერს ირჩევდა. როგორც მერების, ისე საკრებულოს დეპუტატების არჩევა პირდაპირი კენჭისყრით მოხდა.
არჩევნებში 12 პარტია მონაწილეობდა, პარტიების ყველაზე დიდი სია - 12 - თბილისზე მოდის, ყველაზე მცირე - ნინოწმინდის რაიონში, იქ მხოლოდ სამმა პარტიამ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. დანარჩენ ოლქებში საშუალოდ 4-დან 6-მდე პარტიამდე მონაწილეობდა.
2025 წლის არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ მასში პირველად არ მონაწილეობდნენ წამყვანი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, რომლებმაც ამ დღეს გადაწყვიტეს „მშვიდობიანი რევოლუციის“ მოწყობა, ხოლო დარჩენილი ოპოზიციური სპექტრი მეორე ტურისთვის იბრძვის და არა გამარჯვებისთვის.
საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე ხმის მიცემა 3.061 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. სულ ქვეყანაში 3.513,818 ამომრჩეველია, ხოლო თბილისში ხმის მიცემის უფლება 1.043,482 ადამიანს ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0