https://sputnik-georgia.com/20251004/eklesia-yoveltrvis-msvidobis-mxaresaa-sapatriarqom-arcevnebsis-dres-moqalaqeebs-mimarta-295213342.html
ეკლესია ყოველთვის მშვიდობის მხარესაა - საპატრიარქომ არჩევნების დღეს მოქალაქეებს მიმართა
ეკლესია ყოველთვის მშვიდობის მხარესაა - საპატრიარქომ არჩევნების დღეს მოქალაქეებს მიმართა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს ირჩევენ. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T11:12+0400
2025-10-04T11:12+0400
2025-10-04T11:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები
საქართველოს საპატრიარქო
სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე"
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_e8d3070d740328d01c04db8d435b544f.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ეკლესია მშვიდობის მხარეზეა და არ უჭერს მხარს რადიკალურ მოწოდებებს, რამაც არჩევნების დღეს შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს, განაცხადეს საქართველოს საპატრიარქოში.ქვეყანაში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელშიც 12 პარტია მონაწილეობს. ოპოზიციამ, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, მასშტაბური საპროტესტო აქცია და „მთავრობის მშვიდობიანი დამხობა“ დააანონსა.საპატრიარქო ასევე ხაზს უსვამს არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის მნიშვნელობას.„არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს“, - ნათქვამია განცხადებაში.დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს ირჩევენ.ხმის მიცემის უფლება აქვს ქვეყნის 18 წელს ზემოთ ასაკის 3.513.818 საქართველოს მოქალაქეს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი.არჩევნების პროცესს 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.კენჭისყრის პროცესს 73 მედიასაშუალების ათასამდე ჟურნალისტი აშუქებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284818078_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2feb2a7fd09d2a2eaadde52ac59aa0e8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს საპატრიარქო, სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე"
ახალი ამბები, საქართველო, თვითმმართველობის არჩევნები, საქართველოს საპატრიარქო, სკანდალი საპატრიარქოში – „ციანიდის საქმე"
ეკლესია ყოველთვის მშვიდობის მხარესაა - საპატრიარქომ არჩევნების დღეს მოქალაქეებს მიმართა
დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს ირჩევენ.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ეკლესია მშვიდობის მხარეზეა და არ უჭერს მხარს რადიკალურ მოწოდებებს, რამაც არჩევნების დღეს შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს, განაცხადეს საქართველოს საპატრიარქოში.
ქვეყანაში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელშიც 12 პარტია მონაწილეობს. ოპოზიციამ, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, მასშტაბური საპროტესტო აქცია და „მთავრობის მშვიდობიანი დამხობა“ დააანონსა.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ერის გამაერთიანებელი ძალა, არ შეიძლება პოლიტიკურ მხარედ წარმოჩინდეს; როგორც არაერთხელ გვითქვამს, ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება დაპირისპირებას შეუწყოს ხელი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქო ასევე ხაზს უსვამს არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის მნიშვნელობას.
„არჩევნები იმიტომ ტარდება, რომ ხალხმა თავისი ნება ამ საშუალებით გამოხატოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქსა და რაიონში მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს ირჩევენ.
ხმის მიცემის უფლება აქვს ქვეყნის 18 წელს ზემოთ ასაკის 3.513.818 საქართველოს მოქალაქეს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3061 საარჩევნო უბანი.
არჩევნების პროცესს 28 საერთაშორისო ორგანიზაციის 80-ზე მეტი და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის 8 ათასზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება.
კენჭისყრის პროცესს 73 მედიასაშუალების ათასამდე ჟურნალისტი აშუქებს.