https://sputnik-georgia.com/20251004/aziis-ganvitarebis-bankma-saqartvelos-ekonomikis-zrdis-prognozi-gazarda-295219052.html
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალური ზრდა, სავარაუდოდ, 8,3%-ს შეადგენდა 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T14:17+0400
2025-10-04T14:17+0400
2025-10-04T14:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_967ca1c5e06033b253466a408c5bfd55.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6-დან 7%-მდე გაზარდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6% შეადგინა, მშპ-ის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა.აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალური ზრდა, სავარაუდოდ, 8,3%-ს შეადგენდა - მომსახურების სექტორი გაიზარდა 12,9%-ით, რასაც, ძირითადად, ხელი შეუწყო ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში დაფიქსირებულმა 28,6%-იანმა ზრდამ.ბანკი ასევე აღნიშნავს უცხოელი ინვესტორების მიერ მოგების რეინვესტირების ზრდას და მის როლს ეკონომიკური აქტივობის ზრდაში. ADB-ის შეფასებით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბე 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9,4%-ს მიაღწია.ბანკის კვლევაში ასევე ხაზგასმულია მაკროეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რაც უზრუნველყოფს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას. ADB აგრეთვე აქცენტს აკეთებს მიმდინარე წელს ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე.მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და ქვეყნის სწორ მაკროეკონომიკური პოლიტიკას ადასტურებენ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც - სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 6%-დან 7,2%-მდე, ხოლო EBRD-მა ასევე - 6%-დან 7%-მდე, განაცხადეს სამინისტროში.„აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, საშუალოდ, 5,4% იქნება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24030/82/240308209_56:0:944:666_1920x0_80_0_0_b65b8e5cb85c52a16d6b16d092149c09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა
აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალური ზრდა, სავარაუდოდ, 8,3%-ს შეადგენდა
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6-დან 7%-მდე გაზარდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
2025 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6% შეადგინა, მშპ-ის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა 7,9% შეადგინა.
„ADB პროგნოზირებს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 7%-ით გაიზრდება, აპრილში პროგნოზირებული 6%-ის ნაცვლად, ხოლო 2026 წელს ზრდა 5%-ზე შენარჩუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რეალური ზრდა, სავარაუდოდ, 8,3%-ს შეადგენდა - მომსახურების სექტორი გაიზარდა 12,9%-ით, რასაც, ძირითადად, ხელი შეუწყო ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში დაფიქსირებულმა 28,6%-იანმა ზრდამ.
ბანკი ასევე აღნიშნავს უცხოელი ინვესტორების მიერ მოგების რეინვესტირების ზრდას და მის როლს ეკონომიკური აქტივობის ზრდაში. ADB-ის შეფასებით, 2024 წელს აბსოლუტური სიღარიბე 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9,4%-ს მიაღწია.
ბანკის კვლევაში ასევე ხაზგასმულია მაკროეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რაც უზრუნველყოფს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას. ADB აგრეთვე აქცენტს აკეთებს მიმდინარე წელს ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და ქვეყნის სწორ მაკროეკონომიკური პოლიტიკას ადასტურებენ სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც - სავალუტო ფონდმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 6%-დან 7,2%-მდე, ხოლო EBRD-მა ასევე - 6%-დან 7%-მდე, განაცხადეს სამინისტროში.
„აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, საშუალოდ, 5,4% იქნება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.