https://sputnik-georgia.com/20251004/aqciis-monawileebma-prezidentis-sasaxlis-sturmit-ageba-daaanonses-295234893.html
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის „შტურმით" აღება დააანონსეს
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის „შტურმით" აღება დააანონსეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება დააანონსეს. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T19:18+0400
2025-10-04T19:18+0400
2025-10-04T19:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295230396_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_d3176a3f4aa091095c49b585c12aa0a7.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება დააანონსეს.თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი - აქციაზე მიიღეს დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ეკუთვნით მათ და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკაება.ამ დროისთვის ზოდელავა და აქტივისტების ნაწილი პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილიდან მოუწოდა მომიტინგეებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას.შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი, მათ შორის თბილისის საკრებულოს შენობასთან და ოპოზიციის მიერ მოწყობილ სცენასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295230396_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_c0bb40e782eed85541385e3a91174f63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის „შტურმით" აღება დააანონსეს
19:18 04.10.2025 (განახლებულია: 19:29 04.10.2025) თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება დააანონსეს.
თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი - აქციაზე მიიღეს დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ეკუთვნით მათ და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკაება.
„ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ.
ამ დროისთვის ზოდელავა და აქტივისტების ნაწილი პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილიდან მოუწოდა მომიტინგეებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას.
„კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი, მათ შორის თბილისის საკრებულოს შენობასთან და ოპოზიციის მიერ მოწყობილ სცენასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.