https://sputnik-georgia.com/20251004/aqciis-monawileebma-nivtebs-cecxli-waukides-295239821.html
ვითარება ათონელზე: აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს
ვითარება ათონელზე: აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს
Sputnik საქართველო
ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T20:32+0400
2025-10-04T20:32+0400
2025-10-04T20:31+0400
საქართველო
საზოგადოება
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295239649_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_4e336471fc456238e4416d2afba5b814.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. მანამდე აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანა და შენობაში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეებმა ადგილზე რკინის კონსტრუქციები, სკამები და სხვა ნივთები მიიტანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციამ ათონელზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.მანამდე, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:დღეს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა. აქციაზე მიიღეს დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ეკუთვნით მათ და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება. როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე განაცხადა „ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295239649_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_f41f3ab53b95a5ff31077b7f2d970acd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
ვითარება ათონელზე: აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს
ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.
მანამდე აქციის მონაწილეთა ნაწილი ათონელის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრა, სასახლის შენობის ჯებირები დააზიანა და შენობაში შეჭრას ცდილობდა. მოქალაქეებმა ადგილზე რკინის კონსტრუქციები, სკამები და სხვა ნივთები მიიტანეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ ათონელზე შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა სცადეს, წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
მანამდე, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
„მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა. აქციაზე მიიღეს დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ეკუთვნით მათ და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.
როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე განაცხადა „ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.