https://sputnik-georgia.com/20251004/aqciis-monawileebi-prezidentis-sasaxlis-teritoriaze-sheichrnen-295235066.html
აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ
აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T19:27+0400
2025-10-04T19:27+0400
2025-10-04T19:28+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295232609_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_18fab2b4d1a45c6713927bf37f5af25a.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.აქციის მონაწილეები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებს და სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.დღეს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა. აქციაზე მიიღეს დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ეკუთვნით მათ და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკაება.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილიდან მოუწოდა მომიტინგეებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას.„კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი, მათ შორის თბილისის საკრებულოს შენობასთან და ოპოზიციის მიერ მოწყობილ სცენასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295232609_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_cb388a00217bf715615ac3a90e1913f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.
აქციის მონაწილეები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებს და სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.
დღეს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერმა თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართა. აქციაზე მიიღეს დეკლარაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ეკუთვნით მათ და მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკაება.
როგორც საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე განაცხადა „ჩვენ ვაპირებთ მივიღოთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილიდან მოუწოდა მომიტინგეებს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას.
„კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი, მათ შორის თბილისის საკრებულოს შენობასთან და ოპოზიციის მიერ მოწყობილ სცენასთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.