ადგილობრივი არჩევნები საქართველოში: აქტივობა 15:00 საათისთვის

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები-2025
არჩევნები-2025 - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2025
გამოწერა
შაბათს საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების 64 მერს და საკრებულოს დეპუტატებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის დროით 15:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 991.651-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,22%-ს შეადგენს, განაცხადა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს, ფიქისრდება ცალკეული ინცინდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩვენების მიმდინარეობაზე“, - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ცესკოს პრესსპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრების დაწერას გააჩნია შესაბამისი პროცედურები და ეს პროცედურები აუცილებლად უნდა იყოს დაცული.
იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 5 საჩივარი, რომელიც ძირითადად შეეხება ფოტო- და ვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლების აღრიცხვას.
შაბათს საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების 64 მერს და საკრებულოს დეპუტატებს. ხმის მიცემა შეუძლია 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს 3.513.818 მოქალაქეს. მათთვის ღიაა 3061 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება 3.130.348 ამომრჩეველს. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პირველად ექნება 47.000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინისტრაციას 60.754-მა ამომრჩეველმა მიმართა.
არჩევნებზე ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც შედეგების დათვლის პროცედურა დაიწყება.
არჩევნებს აკვირდება 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია.
არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალება აშუქებს.
ყველა ახალი ამბავი
0