ადგილობრივი არჩევნები საქართველოში: აქტივობა 10:00 საათისთვის

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2025
გამოწერა
ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა - ლეჩხუმის რეგიონში.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისის დროით 10:00 საათის მონაცემებით, ხმა მისცა 275.948 ადამიანმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7,85%-ს შეადგენს, განაცხადა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა - ლეჩხუმის რეგიონში.
შაბათს საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების 64 მერს და საკრებულოს დეპუტატებს. ხმის მიცემა შეუძლია 18 წელზე უფროსი ასაკის საქართველოს 3.513.818 მოქალაქეს. მათთვის ღიაა 3061 საარჩევნო უბანი. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება 3.130.348 ამომრჩეველს. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პირველად ექნება 47.000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინისტრაციას 60.754-მა ამომრჩეველმა მიმართა.
არჩევნებზე ხმის მიცემა საღამოს 8 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც შედეგების დათვლის პროცედურა დაიწყება.
არჩევნებს აკვირდება 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია.
არჩევნებს 73-ზე მეტი მედიასაშუალება აშუქებს.
ყველა ახალი ამბავი
0