https://sputnik-georgia.com/20251003/papuna-rvaberize-gardaicvala-295192431.html
ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა
ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა. 03.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-03T13:58+0400
2025-10-03T13:58+0400
2025-10-03T13:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა. „მთელი კოლექტივი შეძრწუნებულია თავზარდამცემი ფაქტის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს თეატრს", - ნათქვამია ოპერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის დირიჟორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პაპუნა ღვაბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი და ასპირანტურა საოპერო და სიმფონიურ დირიჟორობაში. შემოქმედებითი კარიერა, როგორც საგუნდო დირიჟორმა, 2000 წელს ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნულ საგუნდო კაპელაში დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2005-2007 წლებში ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ხოლო 2011 წლიდან – ამავე თეატრის მოწვეული დირიჟორი იყო. ქუთაისში, 2005-2006 წლებში მან ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს", 2011 წელს კი ოთარ თაქთაქიშვილის "მინდიას" დადგმებს უხელმძღვანელა. 2013 წლიდან პაპუნა ღვაბერიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის დირიჟორი იყო. დამდგმელი დირიჟორია სპექტაკლებისა: ჩაიკოვსკის "მაკნატუნა", ჰერტელის "ამაო სიფრთხილე", რაველის "მედეა", მინკუსის "ბაიადერა" და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შემთხვევები საქართველოში
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე გარდაიცვალა.
„მთელი კოლექტივი შეძრწუნებულია თავზარდამცემი ფაქტის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს და მთელს თეატრს", - ნათქვამია ოპერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის დირიჟორმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პაპუნა ღვაბერიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის ფაკულტეტი და ასპირანტურა საოპერო და სიმფონიურ დირიჟორობაში.
შემოქმედებითი კარიერა, როგორც საგუნდო დირიჟორმა, 2000 წელს ნიკო სულხანიშვილის სახელობის ეროვნულ საგუნდო კაპელაში დაიწყო, სადაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა. 2005-2007 წლებში ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის საოპერო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, ხოლო 2011 წლიდან – ამავე თეატრის მოწვეული დირიჟორი იყო. ქუთაისში, 2005-2006 წლებში მან ჯუზეპე ვერდის "რიგოლეტოს", 2011 წელს კი ოთარ თაქთაქიშვილის "მინდიას" დადგმებს უხელმძღვანელა.
2013 წლიდან პაპუნა ღვაბერიძე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის დირიჟორი იყო. დამდგმელი დირიჟორია სპექტაკლებისა: ჩაიკოვსკის "მაკნატუნა", ჰერტელის "ამაო სიფრთხილე", რაველის "მედეა", მინკუსის "ბაიადერა" და ა.შ.