https://sputnik-georgia.com/20251003/pace-si-mdgomareoba-tragikulia-kobaxize-axali-rezoluciis-sesaxeb-295189476.html
PACE-ში მდგომარეობა ტრაგიკულია - კობახიძე ახალი რეზოლუციის შესახებ
PACE-ში მდგომარეობა ტრაგიკულია - კობახიძე ახალი რეზოლუციის შესახებ
Sputnik საქართველო
PACE-მ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას „დემოკრატიის კრიზისი“ უწოდა 03.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-03T09:32+0400
2025-10-03T09:32+0400
2025-10-03T09:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24762/11/247621126_0:0:3135:1763_1920x0_80_0_0_46a1edc2eaed44869309b716af00237d.jpg
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ ქართული საზოგადოების თვალში არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ის არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებას, სწორედ ამიტომ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ამ ორგანოში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.PACE-მ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას „დემოკრატიის კრიზისი“ უწოდა და თბილის ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.მან PACE-ს მუშაობას ტრაგიკული უწოდა და აღნიშნა, რომ ასამბლეა უკვე მერამდენეჯერ არაობიექტურად აკრიტიკებს საქართველოს და სახელმწიფომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობისადმი მის სხდომებში მონაწილეობის შეჩერებით.რა წერია რეზოლუციაში„საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში.ასამბლეა გამოხატავს ღრმა წუხილს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისს (OSCE/ODIHR) ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა განზრახ გაეგზავნა იმდენად გვიან, რომ მათი დაკვირვება შეუძლებელი გახდა“.ასამბლეა ასევე გმობს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმდინარე და დაუნდობელ ჩახშობას, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით.„ასამბლეა მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება „ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად“ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია საქართველოში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.ასამბლეა შეშფოთებულია მთავრობის გადაწყვეტილებებით წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვისა და კანონის „გრანტების შესახებ“ მიღების გამო.ამასთან, ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა'' და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების 2003-2012 წლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.„ასამბლეა გმობს კომისიის დასკვნას, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პარტიებმა ხელი შეუშალეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, უნდა აიკრძალოს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.ასამბლეის აზრით, დემოკრატიული ოპოზიციის ასეთი აკრძალვა ფაქტობრივად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში, რაც შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24762/11/247621126_404:0:3135:2048_1920x0_80_0_0_277d2e50e9566ebf5bb728a4db71d922.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - pace, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
PACE-ში მდგომარეობა ტრაგიკულია - კობახიძე ახალი რეზოლუციის შესახებ
PACE-მ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას „დემოკრატიის კრიზისი“ უწოდა
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ ქართული საზოგადოების თვალში არანაირი ღირებულება არ გააჩნია და ის არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებას, სწორედ ამიტომ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ამ ორგანოში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
PACE-მ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიიღო კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომელშიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას „დემოკრატიის კრიზისი“ უწოდა და თბილის ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო გააკრიტიკა.
„არავის უკვირს, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეზოლუცია, თუმცა ქართული საზოგადოების თვალში ამ რეზოლუციებს არ აქვს არავითარი ფასი. თუ რეზოლუცია არ ეფუძნება ობიექტურ შეფასებებს, მას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
მან PACE-ს მუშაობას ტრაგიკული უწოდა და აღნიშნა, რომ ასამბლეა უკვე მერამდენეჯერ არაობიექტურად აკრიტიკებს საქართველოს და სახელმწიფომ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობისადმი მის სხდომებში მონაწილეობის შეჩერებით.
„იცით ჩვენი დამოკიდებულება PACE-ს დღევანდელი მდგომარეობის მიმართ და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მდგომარეობა არის ნამდვილად ტრაგიკული“, - განაცხადა კობახიძემ.
„საქართველოში მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, ასამბლეა წუხს იმ ფაქტის გამო, რომ მისი მოწოდება ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის ხელსაყრელი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივი, ინკლუზიური პროცესის შესახებ არ შესრულდა, რაც აშკარაა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გადაწყვეტილებიდან, არ მიეღოთ მონაწილეობა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში.
ასამბლეა გამოხატავს ღრმა წუხილს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოიწვია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი მოახლოებულ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ასამბლეა ასევე წუხს, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისისს (OSCE/ODIHR) ამ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიწვევა განზრახ გაეგზავნა იმდენად გვიან, რომ მათი დაკვირვება შეუძლებელი გახდა“.
ასამბლეა ასევე გმობს განსხვავებული პოლიტიკური აზრის მიმდინარე და დაუნდობელ ჩახშობას, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური ძალებისა და ცალკეული მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის ბოროტად გამოყენებით.
„ასამბლეა მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყდეს სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება „ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის გასაჩუმებლად“ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა პირი, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მსხვერპლია საქართველოში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ასამბლეა შეშფოთებულია მთავრობის გადაწყვეტილებებით წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების გაყინვისა და კანონის „გრანტების შესახებ“ მიღების გამო.
ამასთან, ასამბლეა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა'' და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების 2003-2012 წლების საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.
„ასამბლეა გმობს კომისიის დასკვნას, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პარტიებმა ხელი შეუშალეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, უნდა აიკრძალოს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ასამბლეის აზრით, დემოკრატიული ოპოზიციის ასეთი აკრძალვა ფაქტობრივად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას საქართველოში, რაც შეუთავსებელი იქნება ევროპის საბჭოს წევრობასთან.