აჭარაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავეს: ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

© photo: Sputnik / StringerЗадержание преступника
Задержание преступника - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2025
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 21-დან 52 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. ბრალდებულებს შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, მორფინი, გამომშრალი მარიხუანა, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0