https://sputnik-georgia.com/20251002/saqartvelos-portebidan-baqos-mimartulebit-sakonteinero-blok-matarebeli-imozravebs-295183984.html
საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები იმოძრავებს
საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები იმოძრავებს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთის მფლობელებს გამარტივებულ ,,ტერმინალიდან კარამდე" სერვისს სთავაზობენ, განაცხადეს „საქართველოს რკინიგზაში" 02.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-02T18:49+0400
2025-10-02T18:49+0400
2025-10-02T18:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
ყაზახეთი
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449372_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_9fc0acf95a55c1f63e67148e1a895265.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ საქართველოს რკინიგზა საკონტეინერო ბლოკ-მატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებითაც ნიშნავს. ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს და შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს. ქართულმა და აზრებაიჯანულმა მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში მოაწერეს. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთმფლობელებს გამარტივებულ ,,ტერმინალიდან კარამდე" სერვისს სთავაზობენ. ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ, შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის ფოთის პორტიდან ბაქოში ჩატანას უმოკლეს დროში შეძლებენ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ. მისი თქმით, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება, რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან. „ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც, ერთი მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს", - თქვა ლაშა აბაშიძემ. ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან მოძრაობს.
საქართველო
აზერბაიჯანი
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281449372_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_8748f005391530cad93dffe8dc84df76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, საქართველოს რკინიგზა
საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლები იმოძრავებს
საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთის მფლობელებს გამარტივებულ ,,ტერმინალიდან კარამდე" სერვისს სთავაზობენ, განაცხადეს „საქართველოს რკინიგზაში"
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ საქართველოს რკინიგზა საკონტეინერო ბლოკ-მატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებითაც ნიშნავს.
ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს და შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს.
,,ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს ბათუმიდან/ფოთიდან/თბილისიდან-ბაქოში და პირიქით, შეფერხებების გარეშე მიიღებენ. ამ სერვისით ტვირთმფლობელები დროის გარდა, მნიშვნელოვნად დაზოგავენ ხარჯებს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ტერმინალებში ტვირთის და ცარიელი კონტეინერების გაჩერება ყოველდღიური საფასურის გადახდას გულისხმობს", - განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
ქართულმა და აზრებაიჯანულმა მხარეებმა შესაბამის შეთანხმებას ხელი ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატაში მოაწერეს.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთმფლობელებს გამარტივებულ ,,ტერმინალიდან კარამდე" სერვისს სთავაზობენ. ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ, შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის ფოთის პორტიდან ბაქოში ჩატანას უმოკლეს დროში შეძლებენ", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.
მისი თქმით, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება, რამდენ ხანში ჩავა მათი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან.
„ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც, ერთი მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს", - თქვა ლაშა აბაშიძემ.
ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებელი მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან მოძრაობს.