https://sputnik-georgia.com/20251002/saqartvelos-da-saudis-arabetis-saviacio-xelisuflebebi-tanamsromlobaze-setanxmdnen-295186144.html
საქართველოს და საუდის არაბეთის საავიაციო ხელისუფლებები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოს და საუდის არაბეთის საავიაციო ხელისუფლებები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა, როგორიცაა საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერება, ზედამხედველობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, ტექნიკური... 02.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-02T22:35+0400
2025-10-02T22:35+0400
2025-10-02T22:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საუდის არაბეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_0:0:3167:1782_1920x0_80_0_0_dabdce1fe472af5561ea8aa6dac15f94.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. დოკუმენტი ითვალისწინებს საავიაციო ხელისუფლებებს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერება, ზედამხედველობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, ტექნიკური მიმართულებებით გამოცდილების გაზიარება, საჰაერო ტრანსპორტში გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშეწყობა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაძლიერება და სხვა. მემორანდუმს ხელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა და საუდის არაბეთის სამეფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალური ორგანოს (GACA) პრეზიდენტმა აბდულაზიზ ალ-დუაილეჯმა მოაწერეს დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, გივი დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული ზრდის დინამიკას და ისაუბრა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგის ძირითად მიღწევებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც საავიაციო ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. 2014 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_1fc1f9346b01f75e4db34b120c0d06c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი
ახალი ამბები, საქართველო, საუდის არაბეთი
საქართველოს და საუდის არაბეთის საავიაციო ხელისუფლებები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
მხარეები ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა, როგორიცაა საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერება, ზედამხედველობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, ტექნიკური მიმართულებებით გამოცდილების გაზიარება და სხვა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
დოკუმენტი ითვალისწინებს საავიაციო ხელისუფლებებს თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერება, ზედამხედველობისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, ტექნიკური მიმართულებებით გამოცდილების გაზიარება, საჰაერო ტრანსპორტში გარემოსდაცვითი მდგრადობის ხელშეწყობა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების გაძლიერება და სხვა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა და საუდის არაბეთის სამეფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალური ორგანოს (GACA) პრეზიდენტმა აბდულაზიზ ალ-დუაილეჯმა მოაწერეს
დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, გივი დავითაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებული ზრდის დინამიკას და ისაუბრა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დარგის ძირითად მიღწევებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც საავიაციო ბაზარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დამყარდა. 2014 წელს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი.